სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

კომპანია “ნექსია თიეი” აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აუდიტის დეპარტამენტის სტაჟიორის პოზიციაზე.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

კომპანია შპს “ნექსია თიეი” (Nexia TA) წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას, “NEXIA International” -ს საქართველოში.

განაკვეთი: სრული (ლექციებზე ხელშეწყობით)
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • კომპანიასთან ერთად განვითარების სურვილი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • აქტიურობა;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;
  • შრომისმოყვარე.

კომპანისთან თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს კანდიდატის პიროვნული ზრდასა და განვითარებას, უზრუნველყოს იგი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და მუდმივად იზრუნოს მის მოტივაციაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] მიმდინარე წლის 29 მაისამდე.

წერილის სათაურში (“subject”) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – „სტაჟირება ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში”, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დაუკავშირდებაინ მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები