ფოტოკონკურსი სტუდენტებისთვის – „ფანჯრებს მიღმა ქალაქს სძინავს“

კონკურსები

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება ფოტოკონკურსი „ფანჯრებს მიღმა ქალაქს სძინავს“.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

“პროექტი საშუალებას აძლევს ჩვენს სტუდენტებს, გამოავლინონ საკუთარი ფოტოგრაფიული ნიჭი. მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ ერთი ფოტო, სადაც ნაჩვენები იქნება მათი ხედი სახლიდან”, – აღნიშნავენ თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ერთი ფოტო ჩვენს მეილზე: e.b.selfgov@gmail.com შემდეგი ფორმატით.

ყველა გამოგზავნილი ფოტო აიტვირთება თვითმმართველობის ფეისბუქ გვერდზე.

  • ფოტოების მიღება გაგრძელდება 24 მაისის ჩათვლით;
  • ფოტოები აიტვირთება 25 მაისს 13:00 საათზე და დაიწყება კონკურსი;
  • კონკურსის ბოლო თარიღია 31 მაისი;
  • გამარჯვებული გამოვლინდება 1 ივნისს.

კონკურსის ბოლოს გამოვლინდება სამი გამარჯვებული ლაიქების მიხედვით, რომელთაც გადაეცემათ ფულადი პრიზები!

I ადგილოსანი – 200 ლარი;
II ადგილოსანი – 150 ლარი;
III ადგილოსანი – 100 ლარი;

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ-ის ნებისმიერი ფაკულტეტისა და საფეხურის სტუდენტს.

სტუდენტური თვითმმართველობა გისურვებთ წარმატებებს!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები