თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება ფოტოკონკურსი „ფანჯრებს მიღმა ქალაქს სძინავს“.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
“პროექტი საშუალებას აძლევს ჩვენს სტუდენტებს, გამოავლინონ საკუთარი ფოტოგრაფიული ნიჭი. მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ ერთი ფოტო, სადაც ნაჩვენები იქნება მათი ხედი სახლიდან”, – აღნიშნავენ თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ერთი ფოტო ჩვენს მეილზე: [email protected] შემდეგი ფორმატით.
ყველა გამოგზავნილი ფოტო აიტვირთება თვითმმართველობის ფეისბუქ გვერდზე.
- ფოტოების მიღება გაგრძელდება 24 მაისის ჩათვლით;
- ფოტოები აიტვირთება 25 მაისს 13:00 საათზე და დაიწყება კონკურსი;
- კონკურსის ბოლო თარიღია 31 მაისი;
- გამარჯვებული გამოვლინდება 1 ივნისს.
კონკურსის ბოლოს გამოვლინდება სამი გამარჯვებული ლაიქების მიხედვით, რომელთაც გადაეცემათ ფულადი პრიზები!
I ადგილოსანი – 200 ლარი;
II ადგილოსანი – 150 ლარი;
III ადგილოსანი – 100 ლარი;
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ-ის ნებისმიერი ფაკულტეტისა და საფეხურის სტუდენტს.
სტუდენტური თვითმმართველობა გისურვებთ წარმატებებს!