სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაზე რეგისტრაცია დროებით შეჩერებულია

კონკურსები

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ 112 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ვადები ჩერდება.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

შეგახსენებთ, რომ შექმნილი ვითარების გამო, 2020 წლის გაზაფხულის ნაკადისთვის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში თანხმობის ფორმაზე ხელის მოწერის პროცედურა გრძელდებოდა მიმდინარე წლის 14 აპრილის ჩათვლით. რეგისტრაციის თარიღად კი განსაზღვრული იყო 2020 წლის 14 მაისი.

მთავრობის დადგენილების საფუძველზე აღნიშნული ვადები შეჩერებულია საგანგებო მდგომარეობის ვადით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს  ან დაუკავშირდით სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს:  ტელ: 2197755

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები