ონლაინ კონფერენცია სტუდენტებისთვის

ივენთი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს საკონფერენციო, კვლევითი ნაშრომების მიღებას სტუდენტურ სამეცნიერო, ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობისთვის, რომელიც გაიმართება 2020 წლის 16 ივნისს.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესი და ეკონომიკა;
  • სამართალი;
  • ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები;
  • მედიცინა;

კონფერენციის სამუშაო ენები:

  • ქართული;
  • ინგლისური;

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება უფასოა!

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო რეცენზირებული ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში.

ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობისთვის, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია.

სტუდენტური კვლევითი კონფერენციის ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამის ფორმატში.

მონაწილეობის მსურველებმა თავიანთი ნაშრომები უნდა წარმოადგინონ არაუგვინეს 2020 წლის 22 მაისისა.

გამოგზავანა უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: conference@seu.edu.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები