უფასო სასწავლო პროგრამა სტუდენტებისთვის

კონკურსები

ხართ 18-25 წლის ასაკის აქტიური, ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდა? გაქვთ სურვილი მიიღოთ ცოდნა, გააფართოვოთ ნაცნობების წრე და განავითაროთ საკუთარი უნარ-ჩვევები?

“სექტორი 3 – ჰაბი განვითარებისთვის” უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ – ჩაერთე ლიდერთა ჰაბში და გახდი ლიდერთა ქსელის წევრი.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

“სექტორი 3 – ჰაბი განვითარებისთვის” არის სივრცე, რომელიც თავს უყრის გამოცდილებასა და ინოვაციას, სიღრმისეულ ცოდნასა და ექსპერიმენტულ იდეებს, პროფესიონალებსა და ახალ სახეებს. ახდენს ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებული ინტელექტუალური რესურსის მობილიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ლიდერთა ჰაბი სექტორი 3-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ლიდერთა ჰაბის უნიკალურობა და შესაძლებლობები: ლიდერთა ჰაბის წარმატებული კურსდამთავრებულები გახდებიან “სექტორი 3”-ის ლიდერთა ქსელის წევრები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ “სექტორი 3”-ის სხვადასხვა ღონისძიებაში, კონფერენციებში, ტრენინგებში, სტაჟირებისა და გაცვლით პროგრამებში – ქვეყნის შიგნით და გარეთ. მიიღონ მონაწილეობა შიდა საგრანტო კონკურსებსა და სასტიპენდიო პროგრამებში.

ლიდერთა ჰაბის სასწავლო პროგრამა მოიცავს:

  • ონლაინ ტრენინგებს, რომელსაც გაუძღვებიან “სექტორი 3”-ის ექსპერტთა ჰაბის წევრები და მოწვეული ექსპერტები;
  • ონლაინ კონფერენციებს ჩართულ მხარეებთან.

სასწავლო პროგრამის ძირითადი თემატიკა:

  • ლიდერობა და ლიდერული კომპეტენციები;
  • დემოკრატიზაცია და ადამიანის უფლებები;
  • საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკა.

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა უფასოა!

სამუშაო ენა – ქართული.

სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • ასაკი: 18-25 წელი;
  • მოტივაცია და ინტერესი ლიდერთა ჰაბის მიმართ.

ტრენინგებში მონაწილეობისთვის აუცილებელია სრულად შეავსოთ სარეგისტრაციო განაცხადი.

ლიდერთა ჰაბში მონაწილეთა შერჩევა:

კონკურსის ფარგლებში მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი – მონაწილეთა შერჩევა წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით;

მეორე ეტაპი – გასაუბრება, რომელიც ჩატარდება დისტანციურად

(პლატფორმის შერჩევა დამოკიდებული იქნება კონკურსანტთა შესაძლებლობებზე და საჭიროებებზე, რის თაობაზეც წინასწარ მოხდება კომუნიკაცია).

შენიშვნა:

  • სასწავლო პროგრამაში მონაწილე პირთა რაოდენობა შეზღუდულია;
  • საკონკურსო კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს კონკურსანტისგან დამატებითი საბუთი/ები, საჭიროებისამებრ ხელმეორედ მოიწვიოს კონკურსანტი გასაუბრებაზე, დაუკავშირდეს რეკომენდატორს, ან მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია სასწავლო დაწესებულებისა თუ დასაქმების ადგილიდან;
  • დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე გადასულ პირებს;

“სექტორი 3” თანასწორ შესაძლებლობებს იძლევა. აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2020 წლის 10 მაისამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია: დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშიდეთ Facebook გვერდზე ან ელექტრონულ მისამართზე leadershiphub@sector3.ge.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები