ვაკანსია სტუდენტებისთვის

კატეგორიის გარეშე

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს საინფორმაციო–სატელეფონო ცენტრის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

სატელეფონო–საინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარების მომსახურება / გადამისამართება
ამომწურავი ინფორმაციის გაცემა საბანკო პროდუქტებსა და მომსახურების შესახებ
ანგარიშების მომსახურება
ტრანზაქციების შესრულება
გამავალი ზარების შესრულება საცალო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით
მომხმარებლებისთვის ონლაინ კონსულტაციის გაწევა (online chat)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
სასურველია საბანკო სფეროში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება
აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ფლობა
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სრულყოფილად ფლობა
სასურველია საბანკო პროგრამა ALTA-ს ცოდნა

უნარები:

ღამის ცვლაში მუშაობის უნარი
ეფექტური კომუნიკაციის უნარი (გამართული მეტყველება, კეთილგანწყობა, თავაზიანობა)
პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 25 აპრილის ჩათვლით გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected].

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები