მსოფლიოში არსებული პანდემიის ფონზე ქვეყნები არაერთი გამოწვევის წინ დადგნენ. მათ შორის არის პანდემიისგან თავდაცვის საშუალებების (სამედიცინო ინვენტარის, სადეზინფექციო ხსანერების, მედიკამენტების და სხვ.) შეუზღუდავი რაოდენობით წარმოება. მაგალითად პირბადეები დეფიციტი შეიქმნა არაერთ ქვეყანაში, რის გამოც მოსახლეობამ თავად დაიწყო სახლში ნიღბების შეკერვა. გამონაკლის არც აღმოსავლეთ კენტუკის უნივერსიტეტის 21 წლის სტუდენტი წარმოადგენს.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კოლეჯის სტუდენტმა ეშლი ლოურენსმა შენიშნა, რომ არავის უფიქრია ისეთი პირბადეების წარმოება, რომლებიც სმენადაქვეითებულთათვის იქნებოდა განკუთვნილი. მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ სმენადაქვეითებული შესაფერისი ნიღბების მიწოდება ძალზე შეზღუდულია მას გაუჩნდა იდეა, რომ მსგავსი ტიპის პირბადეები თავად დაემზადებინა. როგორც თავად ამბობს, ასეთი ტიპის ადამიანებისთვის საუბრისას მნიშვნელოვანია ხედავდნენ პირისა და ენის მოძრაობას, რასაც აღნიშნული ნაწარმი ხელს შეუწყობს.
ეშლის თქმით, ამ ნიღბებს აშშ-ში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი შეკვეთაც მიიღო.
ამ ეტაპზე ის უფასოდ არიგებს ნაწარმს, თუმცა ფიქრობს, რომ შეკვეთების კიდევ უფრო გაზრდის შემთხვევაში, საჯაროდ გამოაქვეყნებს შაბლონსა და ვიდეოგაკვეთილებს, მათთვის ვისაც მათი დამზადების სურვილი ექნებათ.