საგანმანათლებლო ონლაინ კურსები, რომლებიც უფასო გახდა

განათლება

მას შემდეგ, რაც მსოფლიო კარანტინის რეჟიმზე გადავიდა, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ონლაინ კურსები უფასო გახადეს. დღეს უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუნდაც პრესტიჟული უნივერსიტეტის სასწავლო კურსები ყოველგვარი ღირებულების გარეშე გაიაროს და დრო ნაყოფიერად, შემეცნებითად დახარჯოს.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

სტატიაში გაფილტრული და თავმოყრილია საუკეთესო უფასო ონლაინ კურსები:

ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსები – საშუალებას გაძლევთ, ისწავლოთ ან გაიღრმავოთ ცოდნა კომპიუტერულ მეცნიერებებში, კულტურაში, ჯანდაცვის, ფსიქოლოგიურ, თეოლოგიურ საკითხებში. ჰარვარდი ამ მხრივ საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს იძლევა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსები – ჰარვარდის მსგავსად, ოქსფორდიც საკმაოდ ბევრგვარ აუდიო და ვიდეო კურსს გვთავაზობს – მებაღეობიდან დაწყებული ამერიკის ისტორიით დამთავრებული.

Edx-ის კურსები – თქვენ გექნებათ წვდომა 140-მდე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილ 2500-ზე მეტ კურსზე. აქ კურსებს სხვადასხვა ენაზეც ნახავთ.

Yale University-ს კურსები – გთავაზობთ, ონლაინ კურსებს დაწყებული რომაული არქიტექტურით, დამთავრებული სხვადასხვა ავტორის ლიტერატურით.

Coursera-ს კურსები – Coursera სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ შექმნილი ამერიკული E-learning პლატფორმაა, რომელიც უამრავ კურსს აერთიანებს. დღეს კი ამ კურსთა ნაწილი სრულიად უფასოდ შეგიძლიათ, გაიაროთ.

Alison-ის კურსები – ელისონის კურსები საკმაოდ ცნობილი ონლაინ პლატფორმაა, რომელმაც ვირუსის პერიოდში საკმაოდ ბევრ კურსს მოხსნა ღირებულება. ელისონის კურსები ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, ცოდნის მისაღებად.

Skillshare-ის კურსები – თუკი გსურთ, თქვენს კრეატიულ უნარებს ფართო გზა მისცეთ, skillshare ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ. აქ აღმოაჩენთ ფოტოგრაფიის, ილუსტრატორის და ბევრი სხვა მიმართულების კურსებს.

Apollo Digital-ის კურსები – თუკი ციფრული მარკეტინგი გაინტერესებთ, მაშინ Apollo Digital-ს უნდა ეწვიოთ.

Khan Academy-ს კურსები – ხანის აკადემია ვირუსის პერიოდში მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უფასოდ გაიარონ მისი კურსები.

Skills.ge-ის კურსები – მათ, ვისაც სურს, კურსები ქართულ ენაზე გაიაროს, მაშინ ეწვიეთ ამ საიტს.

ჯეოლაბის არხი იუთუბზე – აქვე გთავაზობთ ჯეოლაბის იუთუბ არხსაც. ჯეოლაბმა აქ რამდენიმე დღის წინ ვიდეოლექციები განათავსა.

ცალკეული კურსების ნახვა შეგიძლიათ მოცემულ საიტებზე:

www.freecodecamp.org

www.classcentral.com

წყარო: marketer.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები