“დარ­ჩით სახ­ლში იმ ყო­ველ­დღი­ურ­ობ­ის და­საბ­რუ­ნებ­ლად, რო­მე­ლიც ასე გვაკ­ლია” – თსუ-ის სტუ­დენ­ტი

საინტერესო ფაქტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთი “თბილისის უნივერსიტეტი” Online სტატიების ციკლს – “ახალი კორონავირუსი და თსუ” იწყებს. რუბრიკის პირველი სტუმარი კი თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი დეა ცომაიაა, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე სტუდენტური ცხოვრების ჭრილიდან საუბრობს. გთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან:

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

„ის, რომ ბედ­ნი­ერ­ები ვყო­ფილ­ვართ, თურ­მე, ამ ­ახ­ალ კო­რო­ნა­ვი­რუ­სამ­დე და ბევრ რა­მეს ვერ ვაც­ნო­ბი­ერ­ებ­დით, ვერ ვგრძნობ­დით და ვერ ვა­ფა­სებ­დით – ეს გან­ცდე­ბი სო­ცი­ალ­ურ ქსელ­ში ყვე­ლა სა­ხის ად­ამი­ან­თა ნა­წე­რე­ბი­დან ჩანს. მო­მა­ვა­ლი ფი­ლო­სო­ფო­სის ხედ­ვაც ჩვენს ამ შე­ფა­სე­ბას ემ­თხვე­ვა: „სა­გა­ზაფხუ­ლო სე­მეს­ტრის დად­გო­მას დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მით ვე­ლო­დი, რად­გან ყო­ვე­ლი ახ­ალი კურ­სი ახ­ალი გა­მოწ­ვე­ვის ან­ალ­ოგია. თუმ­ცა, გა­ზაფხუ­ლის მოს­ვლას­თან ერ­თად, ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ახ­ალ­მა „პა­რა­ზიტ­მა“ შე­მო­ან­ათა – კო­რო­ნა­ვი­რუ­სის სა­ხით. რთუ­ლია, რო­ცა გრძნობ და აან­ალ­იზ­ებ, თუ რამ­ხე­ლა სა­შიშ­რო­ებ­ის წი­ნა­შე დგას რო­გორც მსოფ­ლიო, ას­ევე შე­ნი ქვე­ყა­ნა. ას­ევე, რთუ­ლია სახ­ლის რუ­ტი­ნას­თან შე­გუ­ებ­აც, რად­გან სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ვი ცხოვ­რე­ბი­დან ფაქ­ტობ­რივ კო­ლაფ­სში, ანუ უძ­რა­ობ­აში აღ­მოვ­ჩნდით. ამ დროს ჩვე­ნი ფსი­ქო­ლო­გია მუდ­მივ ფიქ­რსა და დი­ლე­მა­შია, რად­გან ჩვენ ეკ­ზის­ტენ­ცი­ალ­ურ „მე“-ს არ შე­უძ­ლია მყო­ფა­დი პრობ­ლე­მის მხედ­ვე­ლო­ბის ზო­ნი­დან გაქ­რო­ბა, იგ­ნო­რი­რე­ბა ან გვერ­დის ავ­ლა. თუმ­ცა, მე­ორე მხრივ, დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის მქო­ნე ად­ამი­ან­ები გა­ცი­ლე­ბით მეტ დროს ატ­არ­ებ­ენ ოჯ­ახ­ებ­თან. ას­ევე, სო­ცი­ალ­ურ სივ­რცე­ებ­ში გაჩ­ნდა იუმ­ორ­ის­ტუ­ლი შარ­ჟე­ბი და რო­გორც ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნი იტყო­და – „თი­თოეული დღე და­კარ­გუ­ლია იუმ­ორ­ის გა­რე­შე“.

მე სა­უკ­უნო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ, იქ, სა­დაც მოღ­ვა­წე­ობ­დნენ და მოღ­ვა­წე­ობ­ენ: ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, ალ­ექ­სან­დრე ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი, თა­მაზ გამ­ყრე­ლი­ძე და სხვა სა­ხე­ლო­ვა­ნი ად­ამი­ან­ები. ამ­იტ­ომ, დავ­სვათ მარ­ტი­ვი კითხვა, რა არ­ის ჩვენ­თვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი? – ეს არ­ის პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფო დიდ­ში, ცოდ­ნის სახ­ლი და ურ­თი­ერ­თო­ბა, სივ­რცე, სა­დაც სტუ­დენ­ტე­ბი ლექ­ცი­აზე ახ­ლის შე­მეც­ნე­ბის იმ­ედ­ით მი­დი­ან; ას­ევე, ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ალ­ება, აზ­რობ­რი­ვი გარ­და­ტე­ხე­ბის სა­თა­ვე, პო­ლე­მი­კი­სა და დე­ბა­ტე­ბის წარ­მო­ებ­ის სივ­რცე, თა­ნაც ისე, რომ მხა­რე­ები სწორ და ად­ეკ­ვა­ტურ პო­ზი­ცი­ას იც­ავ­დნენ და ად­გი­ლი, სა­დაც ინ­დი­ვი­დი – პრო­ფე­სი­ულ­ად შემ­დგარ „პი­როვ­ნე­ბად“ უნ­და გარ­და­იქ­მნას.

სი­მარ­თლე გითხრათ, ამ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლა­საც შე­ვეჩ­ვიე. რა­ღაც დო­ზით კარ­გია, რად­გან მუდ­მი­ვად სადღაც არ გეჩ­ქა­რე­ბა… თუმ­ცა მი­ჭირს, რად­გან ცოცხალ პო­ლე­მი­კა­სა და ემ­ოცი­ებს ვარ მოწყუ­რე­ბუ­ლი. ჩე­მი ლექ­ტო­რე­ბი მო­მე­ნატ­რა ძა­ლი­ან, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ცალ­კე სი­ამ­ოვ­ნე­ბაა. ჩვენ ახ­ლა ბევ­რი დრო გვაქ­ვს იმ­აზე სა­ფიქ­რე­ლად, თუ რა იყო მა­ნამ, რა არ­ის ახ­ლა ან რა იქ­ნე­ბა შემ­დგომ, ამ­იტ­ომ ეპ­იდ­ემი­ის ჩავ­ლას­თან ერ­თად, ვფიქ­რობ, თი­თოეული სტუ­დენ­ტი უფ­რო მე­ტად და­აფ­ას­ებს უნ­ივ­ერ­სი­ტეტს, მის საქ­მი­ან­ობ­ასა და რე­ალ­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის თან­მდე­ვია. დარ­ჩით სახ­ლში იმ „ყო­ველ­დღი­ურ­ობ­ის“ და­საბ­რუ­ნებ­ლად, რო­მე­ლიც ყვე­ლას ასე გვაკ­ლია!“

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები