ვაკანსია სტუდენტებისთვის – დისტანციურად!

დასაქმება

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს დისტანციური გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 25.04.2020

ძირითადი ფუნქციები:

მომხმარებლებთან ტელეფონით დაკავშირება და საბანკო პროდუქტის შეთავაზება/გაყიდვა
მომხმარებლების ინფორმირება მიმდინარე შეთავაზებების, კამპანიების, პროდუქტებისა და მათი უპირატესობების შესახებ
ყოველთვიური გეგმების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
მსგავს პოზიციაზე მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება
სასურველია რუსული და ინგლისური ენების ფლობა
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სრულყოფილად ფლობა

უნარები:

ეფექტური კომუნიკაციის უნარი (გამართული მეტყველება, კეთილგანწყობა, თავაზიანობა)
გაყიდვების უნარი
პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 25 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge.

სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები