ახალი კორონავირუსის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით თვითიზოლაციის სავალდებულო პერიოდი 2 კვირაა. ამ დროის სახლში გატარების ვალდებულება კი რამდენიმე კატეგორიის ადამიანს აქვს. მაგრამ მოწოდების ფონზე “#დარჩისახლში”, ასევე იმის ფონზე რომ სწავლა და მუშაობა დისტანციურად გვიწევს, სხვა კატეგორიის ადამიანებსაც თავისებურ იზოლაციაში გვიწევს ყოფნა.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დამატებით ის დროც გამოგვიჩნდა, რაც ტრანსპორტირებისთვის გვჭირდებოდა უნივერსიტეტსა თუ სამსახურში მისვლამდე. სწორედ ამიტომ, ეს, ერთი შეხედვით, არასასურველი იზოლაცია შეიძლება სასარგებლოდ გამოიყენოთ. ამ დროს შეგიძლიათ აკეთოთ ის, რისთვისაც დრო აქამდე არ გყოფნიდათ:
- მოიკითხეთ ახლობლები
- დაუთმეთ დრო ვარჯიშს
- წიგნების მოყვარულებო, თქვენი დრო მოვიდა
- დაკავდით სახლის საქმეებით – ტანსაცმლის დახარისხება, დალაგება
- “დაამუღამეთ” გემრიელი კერძების მომზადება
- ფილებისთვის/სერიალებისთის/ანიმაციებისთვის დრო გამოყავით
- გასართობ-შემეცნებითი აპლიკაციები გადმოწერეთ და მათში გაერკვიეთ
- შეისწავლე ახალი რამ
- განსაზღვრე საჭიროებები/ხარჯები/ბიუჯეტი
- შეიმუშავე გეგმა ახალი კვირისთვის