სასტიპენდიო კონკურსი სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით კვლევების ჩატარებაზე

კონკურსები

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით კვლევების ჩატარებაზე.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

სტიპენდია უკავშირდება საქართველოს წინაშე არსებულ მზარდ დეზინფორმაციას, პროპაგანდას და სტრატეგიული კომუნიკაციებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.

სტიპენდიისთვის პრიორიტეტული საკითხებია:

  • ახალი მედია და ტექნოლოგიები ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოებაში და მათი როლი სახელმწიფოს მედეგობის გაუმჯობესებაში;
  • ყოველდღიურ ცრუ ამბებთან დაპირისპირება: როგორ გავუმკლავდეთ შეთქმულების თეორიების მასიურ ტალღას;
  • ფართო სამოქალაქო საზოგადოების როლი სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის გაუმჯობესებასა და მტრულ ნარატივთან გამკლავებაში; აკადემიის როლი პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან გამკლავებაში;
  • როგორ დავიცვათ საინფორმაციო სივრცე არჩევნების დროს: საერთაშორისო გამოცდილება საქართველოსთვის;
  • საქართველოს ეროვნული სტრატეგიული ნარატივის ჩამოყალიბება და საერთაშორისო გამოცდილება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ჩვენ მივესალმებით მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე მყოფ აპლიკანტებს, დოქტორანტებსა და შესაბამისი რელევანტური მიმართულების დოქტორებს. ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფი სტუდენტების განაცხადები არ მიიღება;
  • ჩვენ მივესალმებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, აკადემიურ, კვლევით ინსტიტუტებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს; ასევე მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პროფესიონალებს;
  • განმცხადებელს უნდა ჰქონდეს პოლიტიკის ან/და აკადემიურ კვლევით დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • CV არაუმეტეს ორი გვერდისა
  • უკანასკნელი კვლევითი დოკუმენტის ნიმუში
  • საკვლევი თემის აბსტრაქტი

აბსტრაქტის მოთხოვნები:

  • განმცხადებელმა ნათლად უნდა გამოკვეთოს პრიორიტეტული თემებიდან რომელზე გეგმავს მუშაობას. შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ორ თემაზე.
  • განმცხადებელმა ნათლად უნდა წარმოადგინოს კვლევის მეთოდოლოგიის დიზაინი (როგორ გეგმავს კვლევის ჩატარებას)
  • აბსტრაქტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას
  • აბსტრაქტი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე

თითოეული სტიპენდიანტი მიიღებს 2,000 ლარს. კონკურსის პირობებში გაიცემა არაუმეტეს 5 სტიპენდიისა. ხუთივე პრიორიტეტულ საკითხზე შეირჩევა სხვადასხვა ავტორი. საბოლოო დოკუმენტის მოცულობა შეადგენს 20-25 გვერდს.

მოთხოვნილი დოკუმენტები და აბსტრაქტი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge; გთხოვთ აბსტრაქტში მიუთითოთ Stratcom Fellowship. აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 23 მარტი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები