როგორია კორონავირუსის ​გავლენა ლიტერატურაზე

კატეგორიის გარეშე

იუმორის მოყვარულებმა საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსიც არ “გაახარეს” და ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არაერთ სახალისო გიფი, ვიდეო თუ გამონათქვამი გაგვიზიარეს.

დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთმა, ლექტორმა რაულ აგიკიანმა კორონავირუსთან დაკავშრებით საკუთარი საინტერესო ხედვა შემოგვთავაზა. პატრა მონახაზში აღწერილია მისი აზრი, თუ როგორი იქნებოდა კორონავირუსის ​გავლენა ლიტერატურაზე:

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

  1. ვარსქენი შუშანიკს კარანტინში მოათავსებდა ადეალებისა და პლედების გარეშე;
  2. ტარიელი ნაცვლად ხოცვა-ჟლეტის დაწყებისა კულტურულად მივიდოდა ქაჯეთის ციხესთან, დააცხიკებდა და 2 წუთში ქაჯებისაგან დაცლილი ციხიდან წამოიყვანდა თავის გულის მურაზს;
  3. შერლოკი „უკანასკნელ თავის დაკვრაში“ გამოააშკარავებდა კაიზერის აგენტს, რომელმაც განგებ დაიავადა თავი, შეაღწია ბრიტანეთის ტერიტორიაზე და ცდილობს ვირუსი აკიდოს დედოფალს (იგულისხმება კორონავირუსი თორე სხვა კი არაფერი);
  4. კიკუ გაიხდიდა ოღონდ ოქროს თუმნიანების ნაცვლად პირბადეების საფასურად;
  5. „გლახის ნაამბობში“ გაბრიელის სატრფო თამროს დათიკო კორონას შეყრიდა;
  6. გორა მბორგალი გაიქცეოდა გაყინული კარანტინიდან;
  7. სტივენ კინგის „მობილური“ არ იქნებოდა დამუშავებული ანტისეპტიკით და ყველას დაავირუსებდა გრიპით;
  8. ღალატის გამოაშკარავების შემდეგ მაიკლ კორლეონე თავის ჯანმრთელ ძმას გაამწესებდა კორონა ვირუსით დაავადებულთა კარანტინში და გარედან ცხელი, ლიმნიანი ჩაით ხელში დააკვირდებოდა მის სიკვდილს;
  9. რომეო და ჯულიეტა საწამლავის ნაცვლად შეისუნთქავდნენ კორონა ვირუსით დაავადებულის პირბადეს, რის შემდეგაც მათ გადაიყვანენ კარანტინში და ისინი სიყვარულით დაკავდებოდნენ;
  10. და ბოლოს, ექიმი ჟივაგო იპოვიდა კორონავირუსის ვაქცინას, მიიღებდა ნობელის პრემიას, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩეკა „სამშობლოს ღალატისათვის“ გაასამართლებდა და დახვრეტდა (აბა, დამპალ კაპიტალისტებს რომ მისცა ვაქცინის ფორმულა?).
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები