კონკურსი ლოგოს შექმნაზე

კონკურსები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“ აცხადებს კონკურსს ლოგოს შექმნაზე.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

ზოგადი პირობები:

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბოტანიკური ბაღის ლოგო უნდა იყოს პოზიტიური, მარტივი და ადვილად აღქმადი. არ უნდა იწვევდეს მცდარ ასოციაციებს.
  • ლოგო არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს და უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი.
  • ლოგო უნდა შეესაბამებოდეს ბოტანიკური ბაღის საქმიანობის სფეროს;
  • ლოგოზე აუცილებელია ფიგურირებდეს ენდემური სახეობის მცენარე ან მცენარის შემადგენელი ნაწილი (მაგალითად კოლხური ბზა, ძელქვა თუ სხვა);
  • ლოგოზე აუცილებელია ფიგურირებდეს დადიანების საგვარეულოს მაიდენტიფიცირებელი შენობის კონტურ(ებ)ი, ორნამენტ(ებ)ი, აბრევიატურები ან სხვა დეტალ(ებ)ი, რომელიც დაკავშირებული იქნება დადიანების საგვარეულოსთან;
  • ლოგოზე აუცილებელია დატანილ იქნას დადიანების საგვარეულო ბაღის-ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დაარსების თარიღი 1840 წ.
  • გაფართოებულ ლოგოზე აუცილებელია ორ ენოვანი (ქართული, ინგლისური) წარწერა „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი“.

ტექნიკური პირობები:

  • ლოგო უნდა იყოფოდეს ორ ნაწილად – გაფართოებული და ცალკეული მისი დეტალი. ცალკეული ნაწილი უნდა ინარჩუნებდეს გაფართოებულ ლოგოსთან ასოციაციას;
  • კონკურსის საწყის ეტაპზე მასალა უნდა იყოს წარმოდგენილი JPEG და PNG ფაილის სახით;
  • ბაღის ლოგო პროგრამულად მარტივი დასამუშავებელი უნდა იყოს და ადვილად უნდა ექვემდებარებოდეს ზომების ცვლილებებს, მაღალი ხარისხის შენარჩუნებით;
  • ლოგოს დატანება შესაძლებელი უნდა იყოს, ქაღალდის საბეჭდ პროდუქციაზე (სავიზიტო ბარათები, ბროშურები, ბანერები), აქსესუარებზე (ჭიქები, საწერკალმები), სპეც. ტანსაცმელზე (ქუდები, მაისურები…).

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

ლოგოს წარდგენის ვადებია: 2020 წლის 10 მარტის 18 საათი.

  • ერთ ავტორს შეუძლია მხოლოდ ერთი ნამუშევრის გამოგზავნა.
  • კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებული ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს ვექტორულ გრაფიკული (EPS, DST, PSD და TIFF) ფორმატში, რათა შესაძლებელი იყოს დამატებითი დამუშავების გარეშე მისი როგორც ქარგვა, ისე ბეჭდვა.
  • დაგვიანებულად შემოტანილი წინადადებები არ განიხილება.
  • გამარჯვებულის დასახელება მოხდება არაუგვიანეს 2020 წლის 20 მარტისა.
  • ლოგოს ბიუჯეტი შეადგენს 2000 (ორი ათასი) ლარს, ყველანაირი გადასახადების ჩათვლით.

გამარჯვებული ნამუშევარი ხდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“-ს საკუთრება და მისი გამოყენება შეიძლება ზუგიდიდს ბოტანიკური ბაღის ნებისმიერი მიზნებისათვის.

კონკურსის მონაწილეებმა ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zugdidibotanicallogo@gmail.com.

დამატებით ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: ტელ.: (+995) 591 44 75 56

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები