ვაკანსია სტუდენტებისთვის ღამის ცვლაში

დასაქმება

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტი აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის მოლარე/ოქროს ექსპერტ-შემფასებელის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციიდან გამომდინარე 700 ლარიდან ზემოთ (ხელზე ასაღები), + ბონუსი და სამედიცინო დაზღვევა.

სამუშაო პირობები:

თანამშრომელი 2 სრული დღე ისვენებს, 1 სრული დღე (24 საათი) მუშაობს.
ცვლაში მუშაობს ორი თანამშრომელი, დღის შესვენება 1 საათი, ღამის შესვენება 3 საათი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ოქროს (ბრილიანტის) შეფასების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

  • ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
  • ოქროს, ბრილიანტის შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
  • ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
  • მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და
  • სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა.
  • კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება;

პიროვნული უნარები:

  • ღამის ცვლაში მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@girocredit.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდეც!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები