სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს აუდიტორ-სტაჟიორთა მიღებას სტაჟირების პროგრამაზე.
სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს ინტენსიურ სატრენინგო კურსს, სადაც სტაჟიორები პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, შეიძენენ თეორიულ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით. წარმატებულ კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ აუდიტის პროცესში, გაეცნონ აუდიტორულ საქმიანობას, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს, აუდიტის ანგარიშებს, აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფას, ბიუჯეტის ანალიზთან დაკაშირებულ საკითხებსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის მიმართულებას.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო მმართველობის, ბიზნესის ადმინისტრირების, იურიდიული ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ან არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი მიმართულების დამამთავრებელი კურსის (IV კურსი) სტუდენტი, ფლობს კარგად ინგლისურ ენას და კომპიუტერულ პროგრამებს (MS Office), აქვს წერითი და ვერბალური კომუნიკაციის, ანალიტიკური აზროვნების და გუნდური მუშაობის უნარი და შეუძლია შემჭიდროებულ ვადებში მუშაობა და დროის ეფექტიანი მართვა
დეტალური ინფორმაცია იხ.ბმულებზე:
თბილისი – დანართი 1
ბათუმი – დანართი 1
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 13 თებერვალი.