გამოცხადდა სტაჟირება ამერიკის საელჩოში

დასაქმება

სტაჟიორები პოლიტიკურ განყოფილებაში (რამდენიმე ვაკანსია)
საბუთების მიღების დასაწყისი: 5 თებერვალი, 2020
საბუთების მიღების დასასრული: 19 თებერვალი, 2020

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

აშშ-ის საელჩო შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ აშშ-ის საელჩოში. პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიეცეს მუშაობის შესაძლებლობა საგარეო ურთიერთობების სფეროში, ამერიკულ გარემოში.

მოცემული სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, არ გულისხმობს რაიმე სახის სარგებელს ან სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა, ჩვენი სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული განვითარებისათვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება კონკურსში: მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუნდეტებს რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში: კანდიდატებმა რომლებსაც აქვთ სურვილი გაიარონ სტაჟირება გამოცხადებულ პოზიციებზე, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:

  • სააპლიკაციო ფორმა (ივსება ინგლისურ ენაზე);
  • სამოტივაციო წერილი (იწერება ინგლისურ ენაზე);
  • წერილობითი თანხმობა უნივერსიტეტიდან. (სასურველია ინგლისურ ენაზე);
  • სარეკომენდაციო წერილი (სასურველია ინგლისურ ენაზე);
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი (სასურველია ინგლისურ ენაზე);

საბუთები უნდა გამოიგზავნოს PDF ფორმატში შემდეგ ელ მისამართზე: [email protected]:

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები