კონკრეტული სტუდენტებისთვის სახვითი ხელოვნების მუზეუმში ერთი დღით ვიზიტი უფასოა 

საინტერესო ფაქტები

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი კონკრეტული სასწავლებლების სტუდენტებს, რომელთა სპეციალობა სახვითი ხელოვნება, ხელოვნების ისტორია და კულტურის მენეჯმენტია, ყოველი თვის პირველ სამშაბათს სთავაზობს თავისუფალ შესვლას მუზეუმში.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

უფასო ვიზიტი მუზეუმში შეუძლიათ მუზეუმის პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების ხელოვნების სფეროს ფაკულტეტების სტუდენტებს. მათ შორისაა:

  • თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თავისუფალი უნივერსიტეტი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტუდენტმა, რომელსაც სურვილი აქვს, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და უფასოდ დაათვალიეროს მუზეუმი, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სტუდენტური ბარათი. მათი იდენტიფიცირება მუზეუმის ადმინისტრაციაში არსებული ელექტრონული მონაცემების საფუძველზე მოხდება.

მუზეუმის ახალი ინიციატივის მიზანია ხელი შუწყოს საგანმანათლებლო პროცესს ხელოვნების სფეროში და დაინტერესებულ სტუდენტებს მისცეს საშუალება მეტი გაიგოს თანამედროვე ქართულ ხელოვნებაზე.

ამ თვის პირველ სამშაბათს, 4 თებერვალს, 16 საათზე ამ ინიციატივისა და Public(A) Talks-ის ფარგლებში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმმა და Publica-მ სამხატვრო აკადემიის რექტორს – გია გუგუშვილს უმასპინძლა, რომელმაც გამართა საჯარო ლექცია თემაზე “80-იანი წლების მხატვრობა”.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები