წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნითი ღონისძიება – დასწრება თავისუფალია

ივენთი

5 თებერვალს, 19:00 საათზე მწერალთა სახლში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

დახურვის ღონისძიებაზე მწერლები, ლევან ბერძენიშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი და დათო გორგილაძე ისაუბრებენ თემაზე – როგორ აისახა საქართველოს თანამედროვე ცხოვრება თანამედროვე ლიტერატურაში. საუბრის ბოლოს კი ხმამაღლა წაიკითხავენ ლიტერატურულ ტექსტებს.

ტრადიციულად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეხუთედ გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში უკვე მეხუთედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, რომელიც დატვირთულია უამრავი ლიტერატურული ღონისძიებით მთელი საქართველოს მასშტაბით.

დასწრება თავისუფალია!

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია „Litworld“, ღონისძიების მეგობარია თიბისი.

მის.: ივ. მაჩაბლის ქ. #13

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები