რუსთავის მერია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სერვისცენტრებში პრაქტიკის გავლას სთავაზობს

დასაქმება

პროფესიული გამოცდილების შეძენისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, შესაძლებლობა გეძლევათ, გაიაროთ  სასწავლო პრაქტიკა საქმისწარმოებისა და სერვისების განვითარების მიმართულებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ სერვისცენტრებში.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

პრაქტიკის გასავლელად დაიშვებიან საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები/დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.

პრაქტიკის გავლის მიზნით, შეგიძლიათ მიმართოთ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას. განაცხადს უნდა ერთვოდეს შემდეგი საბუთები:

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის  შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან);

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

პრაქტიკის მიზანია სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პროფესიული მომზადების ხელშეწყობა, სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცება,  პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

  • პრაქტიკის ვადა განისაზღვრება 1-დან-6 თვემდე.
  • პრაქტიკის პერიოდი არ ანაზღაურდება.
  • კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე

პირველი ეტაპი-კონკურსში მონაწილეობისთვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა:

მეორე ეტაპი-გასაუბრებისას მოწმდება კანდიდატის თეორიული ცოდნა საჯარო სამსახურისა და თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლების შესახებ და პრაქტიკის გავლის მოტივაცია.

განცხადებების მიღების ვადა 2020 წლის 10 თებერვლიდან 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები