შპს “საქართველოს ქონების მართვის ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგის მიმართულებით.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ბრენდის სტრატეგიების დასახვასა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა;
- კომპანიის მარკეტინგული აქტივობების ანალიზში, შეფასებასა და/ან ოპტიმიზაციაში მონაწილეობა;
- ახალი შეთავაზებების დაგეგმვასა და პროცესების მართვაში მონაწილეობა;
- სხვადასხვა ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
- ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.
განათლება:
ახალი კურსდამთავრებული, ბაკალავრიატის მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან მაგისტრატურის კურსის სტუდენტი მარკეტინგის მიმართულებით
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- საოფისე პროგრამების ცოდნა: Excel, Word, Power Point, აუცილებელი
- ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, ინგლისური სავალდებულო, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- დროის მართვის უნარი
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- გუნდურობა
- დისციპლინირებულობა
- პრობლემების ანალიზი
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 2020 წლის 7 თებერვლისა (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).