წითელდიპლომიანი კურსდამთავრებულის ფიქრები

საინტერესო ფაქტები

საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, თაკო სახვაძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ წითელი დიპლომი აიღო, საკუთარ უნივერსიტეტს პოსტი მიუძღვნა. როგორც თავად ამბობს, როგორც კი წითელი დიპლომი მიიღო, მიხვდა, რომ ის მისთვის საერთოდ არ არის ღირებული, თუმცა გზა წითელ დიპლომის აღებამდე არც ისე მარტივი ყოფილა. ჩვენ თაკო სახვაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

“არის რაღაც მომენტები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ჩვენთვის. დღეს ზუსტად ასეთი დღეა… ალბათ, ახლა რომ 4 წლის უკან რომელიმე დღეს დამაბრუნა, იმ მოწყენილი გოგოს ვეტყოდი გაიღიმე, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი და ვეტყოდი იმასაც, რომ გავიდოდა დრო და აუცილებლად გამოვიდოდა!

თავის დროზე, როდესაც ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე რომ საქართველოს უნივერსიტეტში უნდა მესწავლა ვერ წარმოვიდგენდი რომ გავიდოდა დრო და ეს უნივერსიტეტი მომცემდა ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ცხოვრებაში…

ხო დღეს უკვე პროფესია მაქვს, ბაკალავრის ხარისხი პროგრამისტი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ყოველთვის იარსებებს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც აუცილებლად გამოთქვამს საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას, ასეთ დროს კი საჭიროა მტკიცედ ვიდგე და არ შემეპაროს ეჭვი საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში – ეს ის არის, რაც ნამდვილად ვისწავლე.

ყველაფერთან ერთად დღეს მეგობრებიც მყავს – რამდენიმე გამორჩეული და საუკეთესო ადამიანი, ცოტა მაგრამ მაინც, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ყოველდღიურობა… მაქვს მეტი თავდაჯერებულობა – მჯერა, რომ ბევრი რამის გადალახვა შემიძლია, ისიც ვიცი, რომ არ არსებობს ნატვრა, რომლის ასრულებაც შეუძლებელია, მიზანი, რომლის მიღწევაც შეუძლებელია, დღეს უფრო მეტი რწმენა მაქვს საკუთარ თავში, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანმა ეტაპმა გაიარა ამასობაში…

ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ გამიმართლა ადამიანებში ვინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე გამეკეთებინა შემდეგ ეს ყველაფერი, ვიამაყებ საკუთარი დედით და მამით, რომლებმაც უამრავი რესურსი ჩადეს ჩემში და მხოლოდ მე ვიცი ეს ყველაფერი რის ფასად მოახერხეს.

ამაყი ვიქნები რამდენიმე ადამიანის გამოც, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში არიან და თითოეული მათგანისგან ბევრს ვსწავლობ ყოველდღიურად.

ყველაფერი, რაც რთულად მიღწევადია, შემდეგ ორმაგად აფასებ ადამიანი, მეც შინაგანად, რომ არ მოგატყუოთ, სიამაყის გრძნობა მაქვს, იმის გამო, რომ სადღაც მსოფლიოს რომელიღაც კუთხეში ერთით მეტმა ადამიანმა იცის, რომ რაღაც შემიძლია, წინ მომავალია, უამრავი თავგადასავალი – გამოწვევა…

არ ვიცი, საით წამიყვანს ცხოვრება, კიდევ რას გამოვცდი, ან რას ვისწავლი, სად ვიცხოვრებ ან ვისთან ვიმეგობრებ, თუმცა მგონია რომ ნებისმიერ პროცესში მარტივი იქნება ვითარება.”

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები