საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კინობიბლიოთეკა გაიხსნება

ივენთი

15 იანვარს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში კინობიბლიოთეკა გაიხსნება.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

დარბაზში განთავსდება ყველაფერი კინოს შესახებ. აქ იქნება როგორც ქართული, ისე უცხოური ლიტერატურა, აფიშები, ბუკლეტები, ფლაიერები და სხვა.

დასაწყისისთვის აქ მოსულ მკითხველს არც ისე ბევრი, მაგრამ ძალიან საინტერესო ინგლისურენოვანი გამოცემები და მყუდრო სამუშაო სივრცე დახვდება. მომავალში კიდევ უფრო გამდიდრდება გამოცემების ნუსხა.

ვისაც სურვილი აქვს შეუძლია ბიბლიოთეკას მიაწოდოს და გამოფენილ კოლექციას შემატოს თავისი კინოპოსტერი, ბუკლეტი, ფლაიერი და ა.შ. მიწოდებულ ნივთს თან უნდა დაურთოთ თქვენი სახელი. თქვენს მიერ გაღებული მასალები დარბაზში განთავსდება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები