„ნექსია თიეი“ აცხადებს ვაკანტურ ადგილს ბუღალტერიის დეპარტამენტში, სტაჟიორის პოზიციაზე.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სამუშაო განაკვეთი: სრული (ლექციებზე ხელშეწყობით)
ფუნქციები და მოვალეობები:
- ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობა
- rs.ge – ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა;
- საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების განხორციელება;
- ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება
კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:
- ეკონომიკური/ფინანსური განათლება, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა, Word-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- სასურველია რომელიმე ბუღალტრული პროგრამის ცოდნა.
- ინგლისური, ან რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარები:
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
- სისწრაფე და ოპერატიულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობა
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] 2020 წლის 24 იანვრამდე. წერილის სათაურში (“subject”) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება – „სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში“ წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.