„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეძებს გამორჩეული თვისებების მქონე მოხალისე სტაჟიორებს ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ. კანდიდატებმა უნდა გამოავლინონ ღრმა ინტერესი გამჭვირვალობასთან, ანგარიშვალდებულებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ. სტაჟირება გამიზნულია აქტიური და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება. შერჩეულ კანდიდატებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი წამყვანი ორგანიზაციის მუშაობას და საკუთარი წვლილი შეიტანონ მის საქმიანობასა და მართვაში.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სამუშაო ადგილი: თბილისი / ბათუმი / ქუთაისი / ზუგდიდი / ახალციხე / თელავი
სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი; სამუშაო საათები განისაზღვრება სტაჟიორის განრიგის გათვალისწინებით
ხანგრძლივობა: 3 თვე
ხელმძღვანელი: HR მენეჯერი (თბილისის წარმომადგენლობა), რეგიონული კოორდინატორი (რეგიონული წარმომადგენლობები)
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა მონაცემების, მათ შორის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
- სხვადასხვა ღინისძიებებზე დასწრება და მათ შესახებ შესაბამისი პროექტის გუნდის ინფორმირება;
- მედია რეპორტაჟების მონიტორინგი და შესაბამისი თანამშრომლების ინფორმირება.
- კვლევის პროცესში მონაწილეობა;
- ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
- წერითი და/ან ზეპირი თარგმანის შესრულება ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პოლიტოლოგიის, სახელმწიფო მართვის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის, ჟურნალისტიკის ან სხვა შესაბამისი სპეციალობის მესამე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერა, ისე საუბარი);
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Microsoft Word, Excel და ინფორმაციის მოძიება);
- ქართულ ენაზე სტილისტური, გრამატიკული და სხვა სახის შეცდომების გარეშე წერის უნარი;
- კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტერებული;
მოტივირებული და ინიციატივიანი ახალგაზრდა, რომელსაც შეუძლია - ეფექტურად მუშაობა როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად;
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მისიისა და მანდატის სიღრმისეული გააზრება.
განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
1. CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე);
2. სამოტივაციო წერილი რომელშიც მითითებული იქნება, თუ რატომ არის კანდიდატი დაინტერესებული სტაჟირების პროგრამით (ქართულ ან ინგლისურ ენაზე).
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 12 იანვარი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
სასურველი ოფისის მდებარეობის და თქვვენი არჩევანის შესაბამისად, გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ „სტაჟირება – თბილისი“, „სტაჟირება – ბათუმი“, „სტაჟირება – ქუთაისი“, „სტაჟირება – ზუგდიდი“, „სტაჟირება – ახალციხე“ ან „სტაჟირება – თელავი“