ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

შპს „ევროპროდუქტი“ აცხადებს 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, შემდგომი დასაქმების შესაძლებლობით.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

სტაჟირების განმავლობაში თქვენს მოვალეობაში შევა:

  • კანდიდატების მოძიება სხვადასხვა შერჩევის არხების საშუალებით,
  • რეკრუტერის კურატორობის ქვეშ;
  • კანდიდატების დაბარება გასაუბრებაზე;
  • გასაუბრების ორგანიზება და რეკრუტერთან ერთად გასაუბრების
  • პროცესის წარმართვა.
  • HR ადმინისტრირების მიმართულებით:
  • სტაჟიორების საბუთების და პირადი საქმეების ბაზების წარმოება;
  • სტაჟირების ხელშეკრულებების გაფორმება ადმინისტრირება;
  • შვებულებების გაფორმება ადმინისტრირება;
  • ბიულეტინების ბაზაში შეყვანა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სტუდენტი
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office : Word, Excel,
  • PowerPoint მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა

თვისებები რომელიც დაგეხმარებათ ჩვენს გუნდში სამუშაოდ:

  • პოზიტიური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა.

სტაჟირების განმავლობაში:

  • თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას HR სფეროში
  • ჩაგიტარდებათ On Job ტრენინგი რეკრუტინგის და ადმინისტრირების მიმართულებით
  • შესაძლებლობა გექნებათ განვითარდეთ და დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე 2020 წლის 15 იანვრამდე ელ.ფოსტაზე [email protected] და სათაური ველში(subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები