“სქაიტელი” აცხადებს ვაკანსიას ქსელის მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
ძირითადი მოვალეობაბი:
- ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურება, აპარატურის
- კონფიგურაცია დასმული ამოცანების შესაბამისად;
- რადიო და ოპტიკური ქსელის ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;
- ქსელში დამატებული ახალი მოწყობილობების პროგრამაში დაფიქსირება;
- მუდმივი კომუნიკაცია რეგიონის ანძის ინჟინრებთან დაგეგმილ და არადგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით;
- ქსელური ინფრასტრუქტურის ნახაზისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და მართვა;
- მონიტორინგის სამსახურში შემოსული დავალებების/ტასკების ანალიზი, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მოგვარება ან/და
- გადაკვალიფიცირება შესაბამის სამსახურზე;
- სხვადასხვა ტიპის რეპორტების წარმოება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით)
ქსელის საფუძვლების ცოდნა; - ინტერნეტ სერვის პროვაიდერ კომპანიაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Mikrotik, Ubiquiti აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება, სასურველია Cisco-ს აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება;
- ქსელის მონიტორინგის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება(PRTG, Cacti).
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
- დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.
- დროის სწორად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით;
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზირი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონულ მისამართზე – [email protected] 2020 წლის 11 იანვრამდე, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შეთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.