ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

1. „ევექსის კლინიკები“ აცხადებს ღამის ცვლის სატელეფონო ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას თბილისში

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ღამის ცვლა.

ძირითადი მოვალეობები:

კომპანიაში შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების მართვა
პაციენტების მომსახურების ორგანიზება
მომხმარებლის კვალიფიციური კონსულტაცია კომპანიის პროდუქტის შესახებ
ზარების პროგრამული აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში ზარების გადამისამართება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულოა უმაღლესი განათლება/ ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია განათლება სამედიცინო მიმართულებით);
სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

გამართული მეტყველება;
კლიენტებსა და მომსახურებაზე ორიენტაცია;
ორგანიზებულობა;
კომუნიკაბელურობა;
დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 დეკემბერი 2019 წ.

შპს ATA Partners-ი საგადასახადო საკონსულტაციო, აუდიტორულ და საბუღალტრო მომსახურებას უწევს კერძო და საჯარო კომპანიებს, რომლებიც საქმიანობენ საშუალო და მსხვილი ბიზნესის სხვადასხვა სფეროში.

2. კომპანია აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის თანამდებობაზე საბუღალტრო დეპარტამენტში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

ხელმძღანელის მიერ მიცემული მისი პოზიციის შესაბამისი დავალების შესრულება;
მიმდინარე ყოველდღიური ოპერაციების შეტანა საბუღალტრო პროგრამაში გაწერილი სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად
ინტერნეტ ბანკთან მუშაობა
დებიტორ-კრედიტორებთან შედარების აქტების მომზადება ხელმძღანელის მეთვალყურეობით;
განაცემთა დეკლარაციისათვის მონაცემების მომზადება.;

საკვალიფიკაციო მოთხვოვნები:

ბაკალავრი, ან დამამთავრებელი 3-4 კურსის სტუდენტი (სასურველია პროფილის შესაბამისი-ბუღალტერია/ აუდიტი/ ფინანსები);
ACCA-ში სწავლა პრიორიტეტია
საოფისე პროგრამები, განსაკუთრებით ექსელის ცოდნა სასურველია საბაზისო დონეზე,
ინგლისური ენისა ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
სასურველია რუსული ენის მინიმალური ცოდნა;

ანაზღაურება: 300 ლარი

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე. სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კომპანია კანდიდატებს შესთავაზებს შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი 10 დან 7 საათამდე.

შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად:

1 ეტაპი: ტესტირება
2 ეტაპი: გასაუბრება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@atapartners.ge 2019 წლის 1-ლი იანვრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „სტაჟიორი“.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

3. კომპანია WST Tbilisi აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების თავაზიანად და ღიმილით მიღება, მათთან კომუნიკაციის დამყარება.
  • კომპანიის პროდუქციის ზედმიწევნით კარგად ცოდნა და რეალიზაცია ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
  • დამაჯერებლად, თავაზიანად და გამართულად საუბარი. დეტალურად აღწერა თითოეული სერვისისა, რასაც კომპანია სთავაზობს მომხმარებელს.
  • გაყიდვებისა და სხვა ტრანზაქციების აღრიცხვიანობის წარმოება.
  • კომპანიის კუთვნილ პროგრამასთან მუშაობა.
  • დღის გახსნისა და დახურვის ჩაბარება საოპერაციო მენეჯერთან.
  • ტურისტებისთვის გამოსადეგი ადგილობრივი რჩევების მიწოდება.

სასურველი ცოდნა და უნარ-ჩვევები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება (ბიზნესი/ტურიზმი/გაყიდვები)
  • განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • აუცილებელია რუსული, ინგლისური და ქართული ენების ფლობა სალაპარაკო დონეზე
  • სასურველია გამოცდილება ტურისტულ სფეროში
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
  • სწორი გამართული მეტყველება
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დადებითი მიდგომა, კლიენტზე ორიეტირებული, სასიამოვნო და მომღიმარი
  • შეგუებადობა და კომპანიის სტანდარტების გაზიარება
  • ენთუზიაზმი და ინტერესი ტურისტულ სფეროში
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის პრინციპი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • აკურატული და სუფთა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wst.ge 2019 წლის 26 დეკემბრამდე და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები