ევროპის კოლეჯის სასტიპენდიო პროგრამა სტუდენტებისთვის

გაცვლითი პროგრამები

ევროპის კოლეჯი აცხადებს მიღებას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე 2020-21 აკადემიური წლისათვის.

ევროპის კოლეჯი წარმოდგენილია ორი კამპუსით ბრიუგესა და ვარშავაში; უნივერსიტეტში შემოთავაზებულია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ევროპის კვლევების მიმართულებებით.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

პროგრამებს შორისაა:

  • ევროპის ეკონომიკის კვლევების სამაგისტრო პროგრამა;
  • ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის კვლევების სამაგისტრო პროგრამა;
  • ევროპული სამართლის სამაგისტრო პროგრამა (LLM);
  • ევროპული პოლიტიკისა და მართვის სამაგისტრო პროგრამა.

ევროპის კოლეჯი დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს რამდენიმე სასტიპენდიო პროგრამას, რომელთა შესახებაც ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 იანვარი.

დეტალური ინფორმაცია ევროპის კოლეჯის შესახებ იხილეთ ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები