თბილისში შოკოლადის ფესტივალი გაიმართება

ივენთი

ახალი წელი გვიახლოვდება, რაც ნიშნავს იმას, რომ შოკოლადების დრო მოსულა. სწორედა ამიტომ ბოტანიკური ბაღი ყველაზე საახალწლო და ჯადოსნურად გემრიელ ფესტივალზე გიწვევთ.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

შოკოლადის ფესტივალი 7 და 8 დეკემბერს, ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში გაიმართება.

შოკოლადის ფესტივალზე დაგხვდებათ ელფი, ფიფქია, გრინჩი, რაც მთავარია, სანტა და ნაძვის ხე, სადაც ბავშვები სურვილებს ჩაიფიქრებენ.

წარმოდგენილი იქნება, როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი და შოკოლადის შადრევანი

დამთვალიერებელს დეგუსტაცია ორივე დღის განმავლობაში შეეძლება.

შოკოლადის ფესტივალის მხარდამჭერია ქ. თბილისის მერია
ფესტივალის პარტნიორია – Chocolaterie Artisan • შოკოლატერია არტიზანი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები