“ნობელის კომიტეტის დაინტერესება იმას არ ნიშნავს რომ ნობელს მაძლევენ, ხალხო”- სალომე უროტაძე

საინტერესო ფაქტები

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 წლის ქართველი გოგონა შესაძლოა ნობელის პრემიაზე წარადგინონ. გავრცელებულ მასალებში საუბარია სალომე უროტაძეზე, რომლის საქმიანობა და მიღწევები დეტალურადაა აღწერილი.

სალომე AI დეველოპერია. ის 14 წლიდან ილონ მასკის კომპანიებთან – SpaceX და Neuralink თანამშრომლობს, პარალელურად მუშაობს Microsoft-ში, კვანტური კომპიუტერის შექმნაზე. გარდა ამისა, ის AI-სა და გეიმ დეველოპმენტს ასწავლის ნიუ-იორკისა და მიჩიგანის უნივერსიტეტებში, თუმცა თვითონ ჯერ არც ერთი უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია.

სწავლობს ქიმიისა და ფიზიკის მიმართულებით. აკადემიური აქვს აღებული, რადგან ფიზიკურად, დრო არ აქვს.

სალომე ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას ფეისბუკ-პოსტით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ მასალებში არის ინფორმაცია, რომელიც არასწორადაა აღქმული.

ის ამბობს, რომ ლინგვისტიკა გაუგებრობებითაა სავსე, ამიტომ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ჩვენ უცვლელად გთავაზობთ მის პოსტს:

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

“1. მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუშიც გავუსვი ხაზი ამ ფაქტს, რატომღაც მაინც დაიგნორდა – ვმუშაობ ამ კომპანიებთან და არა კომპანიებში. Employment არის რადიკალურად სხვა ცნება და მოიცავს რადიკალურად სხვა ეტაპებს. მიუხედავად იმისა რომ აღნიშნულ კომპანიებს ჩემს რეზიუმეში შეხვდებით, ამ წამამდე დამოუკიდებელ დეველოპერად და მეცნიერად ვითვლები, უბრალოდ ისეთივე კოლაბორაციებია, როგორიც სტანდარტულ ხელშეკრულებებში გვხვდება. ასევე გთხოვთ, ავტომატურად იმაზე საუბარს ნუ იწყებთ, რომ “ილონთან ვმუშაობ”. ილონი მთელი კომპანია არ არის. პლუს, 3 (და მეტ) ადგილას რომ ვმუშაობ, იმაზე ისედაც მითითებს რომ “სრული განაკვეთი” არცერთი არ არის, 1 პროექტს შეიძლება კვირაში მხოლოდ 3-4 საათი დავუთმო და სულ ამით შემოიფარგლოს ჩვენი ურთიერთობა.

2. უნივერსიტეტებში სწავლებას რამდენიმე საფეხური აქვს – გერქვას პროფესორი არის სხვა და გქონდეს სასწავლო კურსი, ეს კიდევ განსხვავებული რამეა. ბუნებრივია, პროფესორი არ ვარ და ვერც ვიქნები. ჩემი პაწაწუნა კურსი მაქვს, რომლითაც დაინტერესდნენ და ისეთივე სტატუსით მიმიწვიეს, როგორც ტრენერები გიკითხავენ ხოლმე ზოგად თემებზე ლექციებს. ამიტომაც, ამაზე ნუ დარდობთ, აკადემიის სახელი არ შელახულა!

3. ჩემზე ვერაფერს იპოვიდით ინტერნეტ სივრცეში ოქტომბრის თვემდე. ვერც ერთ სოციალურ ქსელს, ვერც ერთ პროექტს, ვერც ერთ მიღწევას. მიზეზი არის ის, რომ ღრმად მწამს – მხოლოდ მაშინ უნდ გასაჯაროვდეს შენი საქმიანობა, როცა რამე რეალურად ღირებულ შექმნი და არა პროცესში, რადგან ზუსტად ის ხდება, რაც დღეს დატრიალდა ჩემს თავს – ათასნაირი მოლოდინი, წინასწარ იმედგაცრუებათა სერია და უარყოფა. იდეაში, ოქტომბერში გამოაქტიურება იმ მიზნით დავიწყე, რომ ვიფიქრე, ასე თუ ისე ცოდნა დამიგროვდა და ქართველებს მინდა გავუზიარო მეთქი, ზედმეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა და ზედმეტად მსურს ის, რომ რასაც ვაკეთებ, აქ ვაკეთებდე და არა ამერიკაში. ამისთვის პირველი ეტაპი იყო თაჩზე სპიკერობა, როცა ხატიას შევხვდი და ეს ინტერვიუც მაშინ ჩავწერეთ, 1 თვის წინ. იდეალური სამიტი იყო თაჩი, ძალიან ბევრი კარგი პიროვნება გავიცანი და იმის გამო, რომ მათთან კომუნიკაციის წყარო სხვანაირად ვერ მექნებოდა, დიდი ხნის გაუქმებული ფეისბუქი აღვადგინე. ჩემს ვერც ლინკდინს იპოვით, ვერც საჯარო პორტფოლიოებსა და სტატიებს, თაჩზე გამოსვლის კადრებსაც კი ვერ ნახავთ იმ დიდი მიზეზის გამო, რომ გამოჩენა საუბრით უბრალოდ არ მსურდა, რაც სამწუხაროდ დღეს ძალიან არ გამომივიდა. ახლაც, რამდენად გამომივა არ ვიცი, თუმცა მაქსიმალურად შევეცდები რომ მხოლოდ მაშინ შეგაწუხოთ ჩემი ამბებით, როცა რამე ისეთ დავატრიალებ, რაც მხოლოდ ჩემს კი არა თქვენს ცხოვრებასაც შეცვლის.

4. ნობელის კომიტეტის დაინტერესება იმას არ ნიშნავს რომ ნობელს მაძლევენ, ხალხო :დ იქიდან დავიწყოთ, რომ წლევანდელი ლაურეატები უკვე დასახელებულები არიან, უბრალოდ დაინტერესება გამოიწვია ჩემმა თეორიამ, რომელსაც, სავარაუდოდ, 2020-ის დასაწყისი გამოვაქვეყნებ საჯაროდ და თავადვე შეგიძლიათ გაეცნოთ. ასევე, თეორიებში არ გასცემენ ნობელს, ამიტომაც წარმატებები მისურვეთ ჩემი აზრების დამტკიცებაში, რომელიც ოდესმე იმედია ნობელამდე მიმიყვანს, თუმცა არა დღეს ან ხვალ.

ძალიან რომ აღარ გამიგრძელდეს – გენიოსი არ ვარ, უბრალოდ თავად არ აფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს სათანადოდ. ერთადერთი რაც მე და თქვენ განგვასხვავებს ისაა, რომ ჩვეულებრივ, კარგ და სახალისო ცხოვრებას, ვამჯობინე ის, რომ საკუთარ იდეებზე მემუშავა 24/7-ზე, რაზეც ვერ გეტყვით, რომ კარგი, ანდაც სასარგებლოა. ყველა ვთმობთ ჩვენს რაღაც ნაწილს იმისთვის, რომ მეორე მივიღოთ. ჩემმა კარიერამ ჩემს ცხოვრებაში ის ბარიერი შექმნა, რომ ძალიან ინტროვერტი ვარ, იმდენად რომ შეტყობინებებზე პასუხის გაცემისაც კი მერიდება ახლა და მენტალურად ისეთივე განვითარებაზე ვდგავარ, როგორც ის პატარა ბავშვი, დედა რომ ბაღში პირველად დატოვებს. :დ არც იდეალური ვარ, არც იდეალური ცხოვრება მაქვს და არაფერია ისეთი, რისიც შეიძლება შეგშურდეთ. თუ გსურთ რომ სფეის იქსში იმუშავოთ, ანდაც ნეურალინკში, უდიდესი სიამოვნებით დაგეხმარებით ყველას რომ თქვენი იქამდე მისასვლელი გზა გავამარტივო. თუ გაქვთ იდეა და არც იცით საიდან დაიწყოთ, ვის მიმართოთ, რა მოიმოქმედოთ, ყოველთვის აქ ვარ და ყოველთვის თქვენს სამსახურში.

ოდესმე იმ ყველფერზეც გესაუბრებით რა, როგორ და რატომ დაიწყო, მაგრამ დღეისთვის მგონი ისედაც საკმარისზე მეტი ინფორმაცია მიიღეთ.

უდიდეს მადლობას გიხდით ამხელა მხარდაჭერისთვის და აუცილებლად მივალ იმ ეტაპამდე, როცა ჩემი სახელის გაგონებაზე მე კი არა ის საქმე გახსენდებოდეთ, რაც გამიკეთებია”.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები