23 წლის ლუსი ჰიუზმა შექმნა მასალა, რომელსაც ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასას ჩანაცვლება შეუძლია. მასალას, სახელად MarinaTex, უფრო კონკრეტულად, შეუძლია პროდუქტების შეფუთვებში, ან პარკებში გამოყენებული პლასტმასა ჩაანაცვლოს.
მასალის შესაქმნელად სტუდენტმა თევზის ნარჩენები გადაამუშავა და ამ პროექტით ის James Dyson-ის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელიც გახდა. ჯილდოს სახით, მან $41,000 მიიღო, იმისათვის, რომ განავითაროს პროდუქტი და მისი მასპროდუქციის გეგმა შეიმუშავოს.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
თავდაპირველად, ლუსის პროექტი თევზის ნარჩენების მართვას გულისხმობდა, რაც, ყოველწლიურად, United Nations-ის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით, 50 მილიონ ტონას შეადგენს. თუმცა, მუშაობის პროცესში ცხადი გახდა, რომ თევზის ნარჩენების გამოყენება სხვა, უფრო დიდი პრობლემის მოსაგვარებლად შეიძლებოდა.
„რაში გვჭირდება ხელოვნური პოლიმერი, როცა ის ბუნებაში ხელმისაწვდომია“, – თქვა ლუსი ჰიუზმა.
World Bank-ის ცნობით, 2016 წელს, დედამიწაზე 242 მილიონი ტონა პლასტიკური ნარჩენი გამომუშავდა. United Nations-ის ინფორმაციით კი, აქედან 100 მილიონი ტონა ოკეანეში აღმოჩნდა.
MarinaTex ბიოდეგრადირებადი მასალაა და ის 6 კვირაზე ნაკლებ დროში, ჩარევის გარეშე გადამუშავდება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, ზოგ ქვეყანაში, პლასტმასას ალტერნატივად მიღებული Polylactic Acid-ის სახელით ცნობილი ბიოპლასტიკის გადამუშავება მხოლოდ ინდუსტრიული გზითაა შესაძლებელი. შესაბამისად, თუ 23 წლის სტუდენტის კვლევა გაგრძელდება და პროექტი MarinaTex უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, შესაძლოა სწორედ ეს პროექტი იქცეს გლობალურ პასუხად კითხვაზე – „როგორ შევამციროთ პლასტმასას წარმოება და, შესაბამისად, როგორ გადავარჩინოთ გარემო?“
წყარო: marketer.ge