სტაჟირება აშშ-ის საელჩოში სტუდენტებისთვის

დასაქმება

აშშ-ის საელჩო შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ აშშ-ის საელჩოში.  პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიეცეს მუშაობის შესაძლებლობა საგარეო ურთიერთობების სფეროში, ამერიკულ გარემოში.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

მოცემული სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, არ გულისხმობს რაიმე სახის სარგებელს ან სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა, სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული განვითარებისათვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება კონკურსში:

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლების  სტუდენტებს რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში:

კანდიდატებმა რომლებსაც აქვთ სურვილი გაიარონ სტაჟირება გამოცხადებულ პოზიციებზე, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:

  • სააპლიკაციო ფორმა (ივსება ინგლისურ ენაზე);
  • სამოტივაციო წერილი (იწერება ინგლისურ ენაზე);
  • წერილობითი თანხმობა უნივერსიტეტიდან. (სასურველია ინგლისურ ენაზე);
  • სარეკომენდაციო წერილი (სასურველია ინგლისურ ენაზე);
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი (სასურველია ინგლისურ ენაზე);

საბუთები უნდა გამოიგზავნოს  PDF ფორმატში შემდეგ ელ მისამართზე: HROTbilisi@State.gov.

დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულებს:

საბუთების მიღების დასასრული: 5 დეკემბერი, 2019წ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები