აშშ-ის საელჩო შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ აშშ-ის საელჩოში. პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიეცეს მუშაობის შესაძლებლობა საგარეო ურთიერთობების სფეროში, ამერიკულ გარემოში.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მოცემული სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, არ გულისხმობს რაიმე სახის სარგებელს ან სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა, სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული განვითარებისათვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება კონკურსში:
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში:
კანდიდატებმა რომლებსაც აქვთ სურვილი გაიარონ სტაჟირება გამოცხადებულ პოზიციებზე, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:
- სააპლიკაციო ფორმა (ივსება ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი (იწერება ინგლისურ ენაზე);
- წერილობითი თანხმობა უნივერსიტეტიდან. (სასურველია ინგლისურ ენაზე);
- სარეკომენდაციო წერილი (სასურველია ინგლისურ ენაზე);
- აკადემიური მოსწრების ფურცელი (სასურველია ინგლისურ ენაზე);
საბუთები უნდა გამოიგზავნოს PDF ფორმატში შემდეგ ელ მისამართზე: [email protected].
დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულებს:
საბუთების მიღების დასასრული: 5 დეკემბერი, 2019წ.