სწავლის პროცესში სტუდენტს ცოტა რამისთვის თუ რჩება დრო, განსაკუთრებით საზღვარგარეთის სასწავლებლებში სწავლიას. სტუდენტების იმ ნაწილს კი, რომლებსაც შვილი ჰყავთ ბევრად უფრო რთული გზის გავლა უწევთ.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ბელმონტის უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის სტუდენტი, მომავალი იურისტი, სწავლის დასრულების შემდეგ ფიცის დადებაზე ბავშვთან ერთად მივიდა.
ვიდეოში ნახავთ, რომ ფიცის დადების პროცესში ერთი წლის ბავშვი მოსამართლეს ეჭირა. მოსამართლემ თავად გამოთქვა ამის სურვილი, რადგან ის და პატარა საინტერესო პროცესის მომსწრეები იყვნენ.
აღნიშნულ ვიდეოს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.