დავიწყოთ სასიამოვნო სიახლით – თუ სტიპენდიისთვის ინტერვიუს წარდგენა მოგთხოვეს, ე.ი. მისი მოპოვების სერიოზული კანდიდატი ხართ. ცუდი კი ისაა, რომ თქვენ მოგიწევთ პირისპირ შეხვდეთ ერთ ან მეტ გამსაუბრებელს. თქვენ მარტო არ ხართ. ამ სტატიაში გეტყვით თუ როგორ უნდა უპასუხოთ ათ ყველაზე გავრცელებულ შეკითხვას.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
1. თუ ყოფილხართ ოდესმე ლიდერი და როგორ გრძნობთ თავს ამ ამპლუაში?
როცა ამას გკითხავენ, მხოლოდ ტიტულების ჩამოთვლას ნუ დაიწყებთ. მოუყევით იმ საქმიანობის შესახებ, რასაც აკეთებდით. მაგალითად: ორგანიზება გაუწიეთ 200 ოჯახისთვის სათამაშოების დარიგების სოციალურ აქციას და დაეხმარეთ გამსაუბრებელს თქვენი მიღწევების მნიშვნელობის დანახვაში. გახსოვდეთ, რომ აუცილებელი არაა გქონოდათ ლიდერი ოფიციალური ტიტული. თქვენ უნდა ისაუბროთ, როგორ ცდილობდით გუნდის შეკვრას და მათ მოტივირებას, მაშინაც კი როცა ეს არ გევალებოდათ.
2. რა არის თქვენი სიძლიერე და სისუსტე?
მარტივი გამოსავალია თქვათ , რომ მიზნისთვის ბევრს მუშაობთ, მაგრამ დაარწმუნეთ გამსაუბრებელი კონკრეტული მაგალითით.
სისუსტეებზე საუბრისას იყავით გულწრფელი, მაგრამ იმის დამამტკიცებელი არგუმენტიც მოიყვანეთ, რომ კონკრეტული თვისება კოლეჯში ხელს არ შეგიშლით. ასევე, აუცილებლად გაუზიარეთ ის გზები, რომლითაც ამ სისუსტის დაძლევას ცდილობთ.
3. ვინ არის თქვენთვის სამაგალითო ადამიანი?
როცა გამსაუბრებელი ამას გეკითხებათ, მას სურს მეტი გაიგოს თქვენი ღირებულებების შესახებ, მაგრამ თუ თქვენ რომელიმე გულფისტს დაუსახელებთ და არ ახსნით მიზეზს, ის ამით ვერაფერს მიიღებს, შესაძლოა, მან სულაც არ იცოდეს, ვინაა თქვენ მიერ დასახელებული პიროვნება. სინამდვილეში, არ აქვს მნიშვნელობა, ვის თვლით გმირად, მთავარია, ზუსტად ახსნათ, რატომ. ასე, რომ მის შესახებ ბევრი უნდა იცოდეთ.
4. რომელია თქვენი საყვარელი წიგნი?
ამ შეკითხვას წიგნის აღწერით არ უნდა უპასუხოთ. მხოლოდ ხაზგასმით უნდა აღნიშნოთ ის დეტალები, რამაც მოგხიბლათ და ისე, რომ გამსაუბრებელი მიხვდეს, რას გულისხმობთ მაშინაც კი, თუ თავად წაკითხული არ აქვს.
5. რატომ შეარჩიეთ ეს კოლეჯი/უნივერსიტეტი?
თქვენ არ უნდა გახდეთ ტურისტული სახელმძღვანელო, რომელიც კოლეჯის ცნობარს წარმოადგენს. უმჯობესია, ისაუბროთ იმაზე, თუ რა მოგწონთ იქ. რაც უფრო დეტალურად ისაუბრებთ, თუ როგორ ხედავთ თქვენს თავს ამ უნივერსიტეტში და როგორ გამოიყენებთ მას, მით უფრო მეტად დააინტერესებთ გამსაუბრებლებს.
6. რომელი იყო თქვენი საყვარელი საგანი სკოლაში და რატომ?
თუ იტყვით, რომ მოგწონდათ, ინგლისური, აუცილებლად ახსენით მიზეზი: იმიტომ რომ მოგწონთ მისი ჟღერადობა ან უბრალოდ კარგად გამოგდით.
7. არ არის აკადემიური პროექტის დანიშნულება?
აქაც ეცადეთ მეტი ისაუბროთ თქვენს მიღწევებზე. გაიხსენეთ სასტიპენდიო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მიგიღიათ და ამით კიდევ ერთხელ მოახდინეთ იმის დემონსტრსირება, რომ ამ სტიპენდიას იმსახურებთ.
8. რატომ გადაწყვიტეთ კარიერის ამ სფეროში გაგრძელება?
გამსაუბრებელს სურს დაინახოს თქვენი ენთუზიაზმი და რეალური მიზეზი თქვენი გადაწყვეტილებისა.
9. რითი ხართ დაკავებული (რა გიკეთებიათ)?
შესაძლოა, მრავალფეროვანი გამოცდილება გაქვთ, მაგრამ მხოლოდ იმაზე გაამახვილეთ ყურადღება, რაც დაკავშირებულია კოლეჯთან და თქვენს სამომავლო პროფესიასთან.
10. რაიმეს დამატება ხომ არ გსურთ?
ბოლო შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია. თუ უკვე თვლით, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინეთ, მაშინ ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი გაეცით და თუ თქვენი ძლიერი მხარეები არ ამოგიწურიათ, შეგიძლიათ, დაამატოთ.