როგორია სტუდენტური სტილი მაღლივში ➤ ფოტოები

მოდა

რას იცვამენ სტუდენტები საქართველოში, სად ყიდულობენ ტანისამოსს და როგორ სტილს ანიჭებენ უპირატესობას? – studinfo.ge ცდილობს გაიგოს, როგორ მიჰყვებიან ქართველი სტუდენტები მოდის ტენდენციებს.

ამჯერად, ჩვენი ჟურნალისტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივის კორპუსს ესტუმრა და გაიგო რომელია სტუდენტებისთვის “საშოპინგოდ” ყველაზე საყვარელი ადგილები.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

❥ ანა აბესაძე: ,,გამორჩეული ბრენდი, ან მაღაზია ტანისამოსის შერჩევისას არ მაქვს, მთავარია მომეწონოს და ჩემს გემოვნებას პასუხობდეს.”

 ზურა ძიგუა: ,,ტანსაცმელს ძირითადად თბილისი მოლში ვყიდულობ და ყველაზე მეტად კლასიკური, სადა სტილი მომწონს.”

ნინო ჯაფარიძე: ,,ტანსაცმლის შერჩევისას, როგორც წესი, ,,Terranova”-სა და ,,New Yorker”-ს ვანიჭებ უპირატესობას”.

კახა ჭიჭაღუა: ,,ტანსაცმელს ხშირად ისთ ფოინთში ვყიდულობ, ფავორიტი მაღაზიებიც მაქვს: Levi’s, Adidas და Nike.”

ირაკლი ნეფარიძე: ,,ბრენდებს შორის H&M მომწონს, სტილის არჩევისას გადაწყვეტილებებს თითქმის ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ.”

თეკა არველაძე: ,,ჩემი ფავორიტი ბრენდი ,,Zara” მაცვია ახლაც, გამოწერის სერვისითაც ხშირად მისარგებლია.”

დემიკო სვინტრაძე: ,,ტანსაცმლის შერჩევისას მიმდინარე ტენდენციებს ვაკვირდები ხოლმე, რომელიმე გამორჩეული ან ფავორიტი ბრენდი არ მაქვს”. 

გუგა თევზაძე: ,,ტანსაცმელს ხან ვყიდულიბ და ხანდახან ვიწერ კიდეც, ძირითადად შეყვარებულის რჩევას ვითვალისწინებ.”

ლიკა სარაჯიშვილი: ,,რამე კონკრეტული კრიტერიუმი არ მაქვს ტანსაცმლის ან სტილის არჩევისას.  გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებ, თუმცა დედაჩემის აზრსაც ხშირად ვითვალისწინებ.”

გიგი ფანჩვიძე: ,,გამორჩეულად მიყვარს ,,Zara” და შესაბამისად სულ ეს ბრენდი მაცვია.”

კესო ტვილდიანი: ,,ტანსაცმელს უმეტესად მაღაზიებში ვყიდულობ, გამოწერას დიდი დრო მიაქვს. ძირითადად ორ ბრენდს: ,,Zara”-სა და ,,Mango”-ს ვანიჭებ უპირატესობას.

თიკო ელაშვილი: ,,ტანსაცმლის შერჩევისას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ ბრენდს ან მაღაზიას, მთავარია მომეწონოს. ბოლო პერიოდში უფრო ხშირად სპორტულად მაცვია, მაგრამ ვცდილობ კლასიკური ელემენტებიც შევიტანო.”

ავტორი: გვანცა დევიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები