ვაკანსია სტუდენტებისთვის “ტელეიმედში”

დასაქმება

შპს “ტელეიმედი” აცხადებს ვაკანსიას ვიდეო გრაფიკოსის (ოპერატიული გრაფიკა) პოზიციაზე.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

სამუშაო ადგილი: თბილისი.

მოვალეობა/პასუხისმგებლობები:

  • საინფორმაციო გამოშვებისთვის ჟურნალისტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გრაფიკების მომზადება.
  • შაბლონებში მუშაობა (სატელეფონო გახმოვანებული გრაფიკები, გადაფარვის, ციტატების, განცხადებების, Facebook/Twitter -ის გრაფიკები)
  • რეპორტაჟებისთვის ვიზუალური მასალის მომზადება
  • ინფო-გრაფიკების, სტატისტიკების, ცხრილების, ანიმაციის, 2D გრაფიკების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება /დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია გრაფიკული დიზაინის შესაბამისი მიმართულებით;
  • პროფესიული კურსები ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია ტელევიზიაში);
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • Adobe After Effects-ის ცოდნა;
  • Premiere Pro-ს ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გაწონასწორებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • შემოქმედებითი ხედვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HR@imedi.ge 2019 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება – “ვიდეო გრაფიკოსი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები