ფინანსთა სამინისტროს აკადემია სტუდენტებისათვის კონკურსს აცხადებს

კონკურსები

ფინანსთა სამინისტროს აკადემია აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის სასწავლო პროგრამაზე ფინანსური მენეჯმენტი და ანალიტიკური რეპორტინგი ინგლისურ ენაზე.

კონკურსში გამარჯვებულები უფასოდ გაივლიან აღნიშნულ სასწავლო კურსს. მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ საქართველოს საფინანსო სისტემას, საერთაშორისო გამოცდილებას და მონაცემთა დამუშავების ტექნიკას, ამასთან, ვინაიდან კურსი გაიმართება ინგლისურ ენაზე, მსმენელებს ექნებათ წვდომა მრავალფეროვან, საერთაშორისოდ აპრობირებულ ლიტერატურაზე.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

საკითხები:

  • აღრიცხვა/ანგარიშგების წარმოების ფუნდამენტური საკითხები
  • ფინანსური ანალიზი
  • ფინანსური მენეჯმენტი
  • საქართველოს საფინანსო სექტორი და ფინანსური მოდელირება
  • მონაცემთა დამუშავება და ინტერაქტიული რეპორტინგი ექსელში

ტრენინგის დეტალები:

  • ტრენერი: დავით გამყრელიძე
  • ხანგრძლივობა: 20 სთ., 10 შეხვედრა
  • სასწავლო დღეები: სამშაბათი – 10:00-12:00, ხუთშაბათი – 18:00-20:00
  • პერიოდი: 19 ნოემბერი – 25 დეკემბერი
  • ჯგუფში განსაზღვრულია 20 მსმენელის შერჩევა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ინგლისური ენის B1 დონეზე მცოდნე, ფინანსური, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკური მიმართულების ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

შერჩევის მეორე ეტაპზე კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება ინგლისურ ენასა და უნარ-ჩვევებში.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია გამოცდა, რომლითაც განისაზღვრება სერტიფიკატის ხარისხი.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • სამოტივაციო წერილი
  • რეზიუმე ( CV)
  • ცნობა GPA-ის შესახებ ან/და ნიშნების ფურცელი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 8 ნოემბერი, 2019 წ.

ტესტირება უნარებსა და ინგლისურ ენაში: 14 ნოემბერი, 2019 წ.

ტელ.: (995 32) 226 10 26 (შიდა 1140)

ელფოსტა: academy@mof.ge

წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ კურსის დასახელება: ფინანსური მენეჯმენტი და ანალიტიკური რეპორტინგი ინგლისურ ენაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები