ჰელოუინი – დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს. აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა – თამაშები, ფოიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები.
კოსტუმი, კანფეტების თაიგული, გოგრა – ეს ჰელოუინის მთავარი ატრიბუტიკაა და თქვენ ეს იცით, მაგრამ ამის გარდა, რამდენად ღრმაა თქვენი ცოდნა ამ წვეულების შესახებ. გთავაზობთ 12 ფაქტს, რომელიც მანამ უნდა იცოდეთ, სანამ კოსტიუმებს მოიზომავთ:
☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
1. დღესასწაული სათავეს 2000 წლის წინ იღებს.
ის იყო პრე-ქრისტიანულ კელტური ფესტივალი სახელწოდებით „სამჰეინი“, რაც ზაფხულის დასასრულს ნიშნავს და იმართებოდა პირველ ნოემბერს. აღნიშნავდა მოსავლის ბოლო დღეს.
2. გასართობი ღონისძიების სახე შუა საუკუნეებიდან მიიღო.
შოტლანდიასა და ირლანდიაში ახალგაზრდებმა უცნაურ სამოსში გამოწყობა და ხალხისთვის სიმღერის სანაცვლოდ ფულისა და საჭმლის თხოვნა დაიწყეს.
3. ჰელოუინის რიტუალი, რომელსაც ქალები ქმრის „საპოვნელად“ ატარებდნენ.
მე-18 საუკუნეში ქალებს ჰელუოინი ოჯახების შექმნაში „ეხმარებოდა“. ერთ-ერთი რიტუალის მიხედვით, ისინი მხარზე გადაიდებდნენ ვაშლის კანს, იმ იმედით, რომ მომავალი ქმრის სახელისა და გვარის ინიციალებს დაინახავდნენ. თამაშს კონკურენციაც ახლდა თან, რადგან წესის თანახმად, პირველი დაოჯახდებოდა ის, ვინც პირველი შეამჩნევდა. შემდეგ გამარჯვებული დგებოდა სანთლებით განათებულ ოთახში სარკის წინ და იქ საბედოს სახის ძებნას იწყებდა.
4. ემიგრანტებმა ჰელოუინს პოპულარიზაცია აშშ-ში გაუწიეს.
1840-იან წლებში ირლანდიაში კარტოფილის საყოველთაო შიმშილის გამო უამრავმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა და ამერიკას მიაშურა, სადაც მათ თავიანთი ტრადიციების გაგრძელება დაიწყეს…
5. მეორე მსოფლიო ომმა ჰელოუინი ყველას დაავიწყა.
შემდეგ კი ჰელოუინმა ის სახე მიიღო, როგორადაც მას დღეს ჩვენ ვიცნობთ და სარეკლამო კამპანიაში მისი გამოყენება არაერთმა მსხვილმა კომპანიამ დაიწყო.
6. მსოფლიოში ჰელოუინი მეორე ყველაზე დიდი სავაჭრო დღესასწაულია შობის შემდეგ.
გასულ წელს ჰელოუინზე 9 მლრდ. დოლარი დაიხარჯა.
7. საშუალოდ, ამერიკელები ყოველ წელს $86.79 მლნ ხარჯავენ.
ეს მოიცავს დეკორაციებს, ტკბილეულს, კოსტიუმებს…
8. ირლანდიელებმა ამერიკელებს ჯეკ-ო-ფრანების ტრადიციაც მიუტანეს.
ლეგენდის თანახმად, ერთმა ირლანდიელმა კაცმა სტინგი ჯეკმა ეშმაკი მოატყუა, რის გამოც არც ჯოჯოხეთში მიიღეს და არც სამოთხეში, ამიტომაც მას დედამიწაზე ხეტიალი მოუწია ფარნით ხელში. ასე გაჩნდა ტრადიცია მოხეტიალე ჯეკი ფარნით.
9. პირველად ჰელოუნის სახე თალგამი კარტოფილი და ჭარხალი იყო.
მოგვიანებით, როცა ტრადიცია აშშ-ში გაგრძლედა , ეს ბოსტნეული გოგრით შეიცვალა.
10. ასევე, არსებობს ჰელოუინის ტრადიციული პური.
ტკბილი პური ქიშმიშით ჰელოუინის მთავარი ნაწილია. ერთ-ერთ პურში ბეჭედი ან სხვა სათამაშოა და ვისაც ის შეხვდება, მოულოდნელაად გაბედნიერდება.
11. ილიონისი აწარმოებს 5-ჯერ მეტ გოგრას, ვიდრე ნებისმიერი სხვა სახელმწიფო.
რა თქმა უნდა, აღნიშნული მაჩვენებელი ჰელოუინის ტრადიციასთანაა დაკავშირებული.