ქართველმა სტუდენტებმა რამაზ ჯავახიშვილმა და გიორგი ჯიქიძემ სწრაფი დატენვის ფუნქციის მქონე დამტენი ე. წ. “ფაუერ ბანკი” შექმნეს.
როგორც რამაზ ჯავახიშვილი ამბობს, აქამდე არსებულ მსგავსი ზომის დამტენებს სწრაფი დატენვის ფუნქცია არ გააჩნდა, ხოლო მათ მიერ შექმნილი “ფაუერ ბანკი” მცირე ზომის იქნება და ის მობილური ტელეფონების 3-ჯერ უფრო სწრაფად დატენვას შეძლებს.
☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼
მისივე თქმით, ამ დროისთვის “ფაუერ ბანკის” მხოლოდ პროტოტიპი არსებობს. პროდუქციის შექმნასთან დაკავშირებით სტუდენტებს ჩინურ კომპანიასთან – JLCPCB-თან აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული და მისი წარმოება რამდენიმე თვეში დაიწყება. რაც შეეხება “ფაუერ ბანკის” ღირებულებას, მისი ფასი $20 იქნება.
“პროდუქტის ექსპორტზე გატანასაც ვგეგმავთ. ეს მსოფლიო დონის პროდუქტია და მასზე მოთხოვნა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში იქნება”, -აცხადებს ჯავახიშვილი.
ცნობისთვის, სტუდენტებმა “ფაუერ ბანკის” პროტოტიპი UG-Limes აკადემიის დახმარებით შექმნეს, ხოლო კომპონენტებისთვის საჭირო ფინანსების მობილიზება საკუთარი სახსრებიდან შეძლეს.
წყარო: bm.ge