თუ ხარ გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქე და ფიქრობ, რომ შენი მოსაზრებები ფართო აუდიტორიას იმსახურებს, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა.
შექმენი და გაგვიზიარე შენი უნიკალური პოსტერი, რომელიც ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებულ შენს ხედვას გადმოსცემს.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც:
- დაინტერესებულია გარემოსდაცვითი საკითხებით;
- აცნობიერებს საქართველოში ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებულ პრობლემებს და მის აღმოსაფხვრელად საზოგადოების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას;
- ფიქრობს, რომ შეუძლია საკუთარი განსხვავებული ხედვისა და გზების შემოთავაზება მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
პოსტერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- A1 ფორმატი (59.4სმ x 84.1სმ) ან უფრო დიდი (ელექტრონული ვერსია, PDF ფორმატში);
- პოსტერში გამოყენებული სიტყვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 400-ს;
- ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე;
- დაცული უნდა იყოს პლაგიატის წინააღმდეგ არსებული ზოგადი სტანდარტები;
- პოსტერი არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ ტექსტს და გაფორმებული უნდა იყოს თემასთან დაკავშირებული ფოტოებით, ცხრილებით, დიაგრამებით, რუკებით ან/და სხვა საშუალებებით ვიზუალური თვალსაჩინოებისთვის
პოსტერის თემატიკა უნდა ეხებოდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ქმედებებს, საზოგადოების ცნობიერებისა და განათლების მნიშვნელობას პრობლემის გადაჭრაში.
პოსტერისთვის შერჩეული თემატიკა შეიძლება ეხებოდეს ჩამოთვლილი საკითხებიდან ერთ-ერთს:
- ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პოლიტიკა;
- საზოგადოების როლი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში;
- გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმირების როლი ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში;
პოსტერში განხილული პრობლემის აღმოსაფხვრელად უნდა იყოს წარმოდგენილი ავტორის რეკომენდაციები/რჩევები მიზნის მისაღწევად.
პოსტერი არ უნდა იყოს მხოლოდ აღწერითი ხასიათის და მასში აუცილებლად უნდა ჩანდეს ავტორის ინდივიდუალური ხედვა და მოსაზრება შესაბამისი არგუმენტაციით.
ავტორი პოსტერში განხილული პრობლემის მასშტაბის და ადგილმდებარეობის არჩევასა და თემატიკის კონკრეტიზაციაში მთლიანად თავისუფალია.
პოსტერების მიღების ბოლო ვადაა 1 ნოემბერი.
10 საუკეთესო პოსტერის ავტორისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის შესახებ. ამავე ღონისძიებაზე მოეწყობა პოსტერების გამოფენა და გამოვლინდება 3 საუკეთესო პოსტერი, რომელთა ავტორებიც დაჯილდოვდებიან სპეციალურად დაწესებული პრიზებით!
რეკომენდებული პროგრამები პოსტერზე სამუშაოდ:
Microsoft Publisher
Canvas
საკონტაქტო პირი:
მარიამ არჩუაძე – განათლების პროექტების სამსახური
ტელეფონი: (+995) 597 77 23 57
ელ.ფოსტა: [email protected]