ჩინელმა სტუდენტებმა კარის სანიტარული სახელური გამოიგონეს

საინტერესო ფაქტები

ხშირად ამბობენ, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია – ამ სიტყვების რეალობაში მაშინვე დარწმუნდებით, როგორც კი გამომგონებელთა გენიალურ იდეებს გადაავლებთ თვალს. ამ კატეგორიის გამოგონებას განეკუთვნება ჩინელი სტუდენტების, 17 წლის სან მინგისა და 18 წლის კინგ პონგის მიგნება.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

მათ გაუჩნდათ იდეა ინოვაციური გამოგონებით თავი დაეცვათ მომრავლებული ბაქტერიული დაავადებებსგან. მათ შექმნეს კარის სანიტარული სახელური, რომელიც ულტრაიისფერი სხივებით ავტომატურად ანადგურებს მასზე მოხვედრილ ბაქტერიებს.

კარის თვითგამწმენდმა სახელურმა სტუდენტებს 2019 წელს ჯეიმს დიზონის ჯილდოც მიუტანა.

https://www.youtube.com/watch?time_continue=6&v=VXLf0d3WFoI

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები