ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

ტურისტული კომპანია „რუსტარ ონლაინი“ აცხადებს ვაკანსიას „ინვოისების მენეჯერის“ პოზიციაზე ფინანსურ დეპარტამენტში.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

გუნდი გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს, სწრაფი ადაპტაციისთვის კეთილგანწყობილ გარემოს და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

მოვალეობები:

კომპანიის პროგრამაში მუშაობა;
პროგრამაში ინვოისის შექმნა და დამუშავება;
კომუნიკაცია უცხოელ დებიტორებთან და კრედიტორებთან;
სხვა დამატებითი მოვალეობები საჭიროებიდან გამომდინარე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება / დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკური/ფინანსური განხრით);
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS. Office)

პიროვნული მახასიათებლები:

ორგანიზებულობა.
დეტალებზე ორიენტირებულობა;
სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
ლოგიკური/ანალიტიკური აზროვნება;
გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სიახლეებთან მარტივად ადაპტაციის უნარი.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი – სრული ან ნახევარი განაკვეთი (ჯამში თვეში 16 სამუშაო დღე)
ანაზღაურება – 500 – 700 ლარი;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გააგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე [email protected] ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი, 2019წ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები