ღვინის ნამდვილი დღესასწაული ახლოვდება – მათთვის, ვისაც ქართული ღვინის უკეთ გაცნობა სურს, 12 ოქტომბერს, უკვე მესამედ, შარდენზე, „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართება.
allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებლები, მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ ღვინოებს წარუდგენენ.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
“ქართული ღვინის ფესტივალ 2019”-ს გენერალურ სპონსორობას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაუწევს. ეს გასაოცარი არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელს მევენახეობა-მეღვინეობა თავის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ დარგად აქვს გამოცხადებული უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, ანუ მას შემდეგ, რაც აქ მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა. ფესტივალზე ცალკე სტენდი დაეთმობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილ ღვინოს. აქ თქვენ მეღვინეობის მიმართულების სტუდენტები მოგიყვებიან ქართული ღვინის შესახებ და პარალელურად, მოგცემენ საუცხოო შესაძლებლობას, დააგემოვნოთ მათ მიერ, საკუთარი ხელით, საუნივერსიტეტო მარან “კოლხში” დამზადებული ღვინო.
ფესტივალზე ასევე გელოდებათ: ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა, უნიკალური სახეობის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული ფოლკლორი, თეატრალური წარმოდგენები, გრანდიოზული ფოიერვერკი, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და მხიარულება თქვენთვის, თქვენი ოჯახისა და მეგობრებისთვის.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: შარდენი, სიონის ქუჩა
12:00 საათიდან 19:00-მდე
საკონტაქტო ინფორმაცია: 558151583