12 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართება პირველკურსელთა დასახვედრი წვეულება „TSU Welcome Party 2019”. საქართველოს ბანკის დახმარებით წვეულების მთავარი სტუმარი დეტროიტელი არტისტი Kenny Larkin იქნება.
ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის, დეტროიტელი არტისტი, კენი ლარკინი არის ადამიანი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება. მისი “soulful” ტექნოს შექმნის ისტორია 20 წელს ითვლის და ის, როგორც არტისტი – ერთ-ერთი გამორჩეულია ამ ჟანრში.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მის მიერ შემოთავაზებული რემიქსებიდან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია „Radioslave – Don’t Need A Cure For This“. 2010 წელს დარელიზებულ ამ მუსიკაში კარგად ჩანს კენი ლარკინის მიდრეკილება მელოდიისკენ და მისი ხელწერა . აღნიშნული ტრეკი 2010-11 წლების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტრეკი გახლდათ, მუსიკალური ვებ-გვერდების, Resident Advisor და Beatport მიხედვით.
ლარკინმა შექმნა Inner City – Future-ს რემიქსი, რომელიც მალევე მოექცა Beatport-ის ტექნო ჩარტის ასეულის სათავეში რომელიც ყველა ჟანრს მოიცავს და მიაღწია მე-16 ადგილს. ეს იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე შემთხვევიდან, როდესაც დეტროიტელის სახელი მოხვდა Beatport-ის ჩარტის სათავეში, ამ საიტის დაარსების დღიდან.
მისი მუსიკალური ხელწერა სხვა ელექტრონულ მიმდინარეობებთან ერთად დაფუძნებულია ჯაზის, ფანკის და სოულის ელემენტებზე. ყველა ეს სტილი ფაქტიურად კენის უნიკალური სტილის ხერხემალია. ლარკინის პატარა, მაგრამ შთამბეჭდავი კატალოგი გვიჩვენებს მის შესაძლებლობას, მუსიკაში გამოხატოს საკუთარი უნიკალური საუნდი, რომელშიც მთელ გულსა და სულს დებს.
წვეულებაზე შესვლა შესაძლებელი იქნება სპეციალური მოსაწვევებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. (პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არ არსებობის შემთხვევაში გადამოწმდებით (lms.tsu.ge-ზე).
მოსაწვევები გაიცემა უფასოდ, 8 ოქტომრიდან- 12 ოქტომბრის ჩათვლით, (11:00-18:00), თსუ-ის პირველი კორპუსისა და მაღლივი კორპუსის ფოიეში.
მოსაწვევის ასაღებად თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ერთი სტუდენტი შეძლებს მხოლოდ ერთი მოსაწვევის აღებას.
მისამართი: ც. დადიანის N32, ძველი ვაგონთმშენებელი ქარხანა