დაცვის კომპანია “ალგანი” აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
ძირითადი ვალდებულებები:
შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
მომხმარებლისათვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა;
თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სტუდენტი/ბაკალავრი;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ორგანიზებულობა;
სტრესულ სიტუაციების მართვის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დისციპლინირებულობა, გაწონასწორებულობა;
კომუნიკაციის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო განაკვეთი: 24 საათი, სამ დღეში ერთხელ
ანაზღაურება: 750 ლარი (ხელზე ასაღები)
ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.