რეგიონებიდან ჩამოსული პირველკურსელები დიდი ენთუზიაზმითა და იმედებით იწყებენ ახალ ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი წვრილმანი პრობლემის წინაშე დგებიან. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როცა studinfo.ge-მ სოციალურ ქსელში გამოკითხვა ჩაატარა და სტუდენტებს საკუთარი გამოცდილების გაზიარება სთხოვა. მათ არც რჩევები დაიზარეს და უკვე თანაქალაქელებს მნიშვნელოვანი ინფორმაციაც გაუზიარეს:
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
1. ჯგუფელების გაცნობის შემდეგ მთელი 4 წლის გეგმებს დასახავთ და მეორე კურსზე აღმოაჩენ, რომ მათთან აღარაფერი გაქვთ საერთო. შეიძლება, სოციალური ქსელებიდანაც წაშლილი გყავდეს. ასე რომ, მთავარია ყველას არ ენდო, დანარჩენ პრობლემას მარტივად მოაგვარებ.
2. ქალაქი თუ არ იცი, პრობლემა არაა. აქაურებმაც არ იციან, მაგრამ უმისამართოდ ბევრი არ იხეტიალო. ჯობია, ვინმეს ჰკითხო და ზუსტად გაიგო მისამართი. ეცადე კარგად გაერკვე მეტროს სტრუქტურაში.
3. თავი არ დაიკომპლექსო იმით, რომ ჩამოსული ხარ. იყავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხარ, მაგრამ კილოს დახვეწაზე მაინც იმუშავე. 🙂
4. “საცობების გადამკიდე, უკვე მეორე კვირაა იმის დადგენას ვცდილობ, რომელ საათზე გამოვიდე სახლიდან, ლექციაზე რომ არ დამაგვიანდეს. ტრანსპორტის განრიგი უნდა დავიმახსოვრო, ნებისმიერ შემთხვევაში.”
5. ახალშეძენილი დაქალებიდან თუ ყველა სიგარეტს ეწევა, ეს შენს „სიგოიმეს“ არ ნიშნავს. ასე რომ წამხედურობით მოწევა არ დაიწყო.
6. ხშირად რეგიონიდან ჩამოსული გოგონები „მგლის ხახაში“ ვარდებიან. ქალაქელ ბიჭებს არ ენდოთ!
7. “კაზინოში 5 ლარით შედიან და აგებენ, მერე მუღამშიც შედიან და სწავლის ქირას აგებენ. მერე მშობლებს ატყუებენ, კი, კი, დავდივართ სასწავლებელშიო. რჩევა – რაც უნდა დარწმუნებული იყოთ საკუთარ თავში და ფიქრობდეთ, რომ ეს თქვენ არ დაგემართებათ, ინტერესისთვისაც არ შეხვიდეთ ტოტალიზატორში.”
8. აუდიტორიები უნდა დაიმახსოვრო, თორემ სწორ დროს სწორ ადგილზე ვერასდროს აღმოჩნდები.
9. მატერიალური პრობლემები ინტეგრაციის პრობლემასაც ქმნის. ეცადეთ, ფულის სწორად განაწილება ისწავლოთ.
10. სანამ ბინის ქირაობას ახალგაცნობილ კურსელთან გადაწყვეტ, დარწმუნდი მის პატიოსნებაში. ხშირია შემთხვევები, როცა თაღლითობენ და ყველაფრის თანხას ერთს ახდევინებენ.
თქვენ რას დაამატებდით კიდევ?
ავტორი: მარიამ ელიაშვილი