გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს “დაიცავი ოზონის შრე – დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კონკურსის პირობები:
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს 1-წუთიანი ვიდეომიმართვა თემაზე “დაიცავი ოზონის შრე – დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”.
- ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ვიდეომიმართვის გამოგზავნა;
- ერთ ვიდეომიმართვას უნდა ჰყავდეს მხოლოდ 1 ავტორი;
- ვიდეომიმართვის ხანგრძლივობა უნდა იყოს არაუმეტეს 1 წუთისა;
- ფორმატი უნდა იყოს Full HD
- ვიდეომიმართვა უნდა იყოს ქართულ ენაზე;
- დაცული უნდა იყოს პლაგიატის წინააღმდეგ არსებული ზოგადი სტანდარტები;
- ვიდეოს გამოგზავნისას მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, ქალაქი/სოფელი, კურსი, მიმართულება და უნივერსიტეტი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელფოსტა.
შეფასების კრიტერიუმები:
თემასთან შესაბამისობა და საკითხის ორიგინალური გააზრება, თხრობის, აზრის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარი.
საკონკურსო ვიდეოების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 ოქტომბერი.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალურად დაწესებული პრიზებითა და სერტიფიკატებით. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
საუკეთესო ნაშრომების პოპულარიზაციას უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
დაინტერესების შემთხვევაში გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის გაიმართება ცნობიერების ასამაღლებელი ლექცია-სემინარები და საინფორმაციო შეხვედრები.
ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელფოსტაზე: [email protected]. გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ის ველი) მიუთითეთ კონკურსის ტიპი – ვიდეომიმართვის კონკურსი სტუდენტებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ნათია სარალიძე – განათლების პროექტების სამსახურის მთავარი სპეციალისტი მობ.: +995 555 35 22 33 ელფოსტა: [email protected]